მე ვირჩევ ბსუ-ს _ აბიტურიენტის გეგმები
23 ივნისი 2025 წელი

მე ვირჩევ ბსუ-ს _ აბიტურიენტის გეგმები
მიმდინარე წლის 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება.
აბიტურიენტი გოგა აბულაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამართალმცოდნეობის სპეციალობაზე აბარებს. ამბობს, რომ წესრიგი და სამართლიანობისთვის ბრძოლა, მისთვის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა. “სამართლიანობა ჩემთვის მხოლოდ სიტყვა არ არის. ეს არის
შინაგანი ძალა, რაც ყოველდღიურად მამოძრავებს. მჯერა, რომ ძლიერი იურისტი ან პროკურორი რეალურად ქმნის ცვლილებებს საზოგადოებაში: იცავს უფლებებს, ამყარებს სიმართლეს და იცავს კანონს. სწორედ ეს მისია მიმაჩნია ჩემი ცხოვრების დანიშნულებად”, _ აღნიშნავს აბიტურიენტი.
სრულად