ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის თანამშრომლობა ლიბერთი ბანკთან
11 მაისი 2022 წელი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის თანამშრომლობა ლიბერთი ბანკთან
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის თანამშრომლობა ლიბერთი ბანკთან
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის თანამშრომლობა ლიბერთი ბანკთან
„უნივერსიტეტი-დამსაქმებელი“ პროექტის თანამშრომლობის ფარგლებში, ლიბერთი ბანკმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისათვის თავისუფალი სივრცე მოაწყო. სტუდენტები კომფორტულ გარემოში შეძლებენ სასწავლო, სამეცნიერო და სხვა სტუდენტური აქტივობების თაობაზე შეხედულებათა გაცვლას. სტუდენტებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ, სპეციალური QR კოდის გამოყენებით მარტივად გაეცნონ ლიბერთი ბანკის სტუდენტთა პროფესიული განვითარების პერსპექტივებს, ანაზღაურებადი სტაჟირების, დასაქმების პროგრამებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისა და ლიბერთი ბანკის თანამშრომლობის ფარგლებში დაიგეგმა საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება
სრულად