სამეცნიერო კვლევები

კოლხეთის უძველესი რკინის მეტალურგიის ინტერდისციპლინარული კვლევები

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადები: კოლხეთის უძველესი რკინის მეტალურგიის ინტერდისციპლინარული კვლევები

გრანტის დაფინანსების წყარო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: პროფ. ნანა ხახუტაიშვილი

სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი:  ამირან კახიძე, რევაზ პაპუაშვილი, გურამ ჩხატარაშვილი, სულხან ოქროპირიძე. პროექტში ჩართული მაგისტრანტები/დოქტორანტები: სულხან ოქროპირიძე

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადები:  2020-2023

პროექტის მოკლე აღწერა: კოლხეთის  უძველესი  რკინის  მეტალურგიის საკითხების კვლევა   ჩვენი ქვეყნის ძველი ისტორიის    ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი  პრობლემაა. საკითხი შეეხება ქართველი ტომების წვლილს რკინის მსოფლიო მეტალურგიაში“.

ქართველი სპეციალისტების მიერ კოლხეთის ტერიტორიაზე მოპოვებული ნივთიერი მასალის, ასევე, არსებული წერილობითი წყაროების გათვალისწინებით, დღეისათვის გამოიკვეთა კონტურები მეცნიერული მტკიცებისა, რომ აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ შავი- ზღვისპირეთი (ისტორიული კოლხეთი) წარმოადგენდა იმ მნიშვნელოვან და, შესაძლებელია, ძირითად რეგიონს, სადაც  ხდებოდა უძველესი რკინის წარმოება.

პროექტით წარმოდგენილი კოლხეთის უძველესი რკინის მეტალურგიის საკითხების კვლევის აქტუალობა  განპირობებულია   ამ ლითონის განსაკუთრებული მნიშვნე­ლობით ძველ საზოგადოებათა, მათ შორის, კოლხეთის, ისტორიაში. საკვლევად წარმოდგენილი პრობლემა ეხება  ისეთ  მნიშვნელოვან  საკითხს,  როგორიცაა  რკინის  მეტალურგიის  ჩასახვისა  და  მისი საწყისი ეტაპის (ქრონოლოგიის) განსა­ზღვრას კოლხეთში. ამ საკითხის გადაჭრა საშუალებას მოგვცემს ზუსტად გავარკვიოთ რკინის ხანის დადგომის დრო დასავლეთ   ამიერკავკასიაში. პროექტის ფარგლებში განისა­ზღვრება, ასევე, თუ როგორ ხდებოდა   ბრინჯაოს მიღების ტექნოლოგიური პროცესებიდან რკინის მიღების ინდუსტრიაზე გადასვლა (ამ პროცესზე დაკვირვების საშუალებას იძლევა საკვლევ რეგიონში გამოვლენილი ბრინჯაოსა და რკინის წიდების გვერდიგვერდ თანაარსებობა, რაც ძალიან საინტერესო ფაქტია და მთელ რიგ საკითხებზე პასუხის გაცემის საშუალებას იძლევა). მოსაზრებას, რომ ბრინჯაოს მეტალურგიის განვითარებულ ფაზას, წარმოების რთული ფიზიკურ-ქიმიური და ტექნოლოგიური პარამეტრე- ბის გათვალისწინებით, დიდი გავლენა უნდა მოეხდინა ბრინჯაოს წარმოებიდან რკინის მეტალურგიაზე გადასვლის პროცესებზე, მყარი დასაბუთება სჭირდება. უნდა აღინიშნოს, რომ ამ საკითხების კვლევაში დიდ დახმარებას გაგვიწევენ ჩვენი უცხოელი კოლეგები, რომელთა ლაბორატორიებში მოხ­დება მასალის დიდი ნაწილის შესწავლა (მასალა გაიგზავნება როგორც ჩვენს კვლევით დაწესებულებებში, ასევე, ინგლისის, აშშ-ისა  და იტალიის ლაბორატორიებში, როგორც დასათა­რი­ღებ­ლად, ისე შესადარებლად - უფრო ამომწურავი, სრული ინფორმაციის მისაღებად).

პროექტის საბოლოოო მიზანია ისტორიული კოლხეთის ტერიტორიაზე არსებულიUუძველესი რკინისსადნობი სახელოსნოების შედარებითი ქრონოლოგიის განსაზღვრა დღეისათვის მიღებული  არქეომაგნიტური და    რადიოკარბო­ნული  მეთოდების გაუმჯობესებული   ტექნოლოგიების   გამოყენებით,   რაც    ახალი    დასკვნების    გაკეთების    საშუა­ლებას მოგვცემს  და  რამაც, შესაძლოა, მნიშვნელოვნად  გააფართოოს  ჩვენი  ცოდნა  რკინის მეტალურგიის საწყისი ეტაპის შესახებ და შეცვალოს  ან დაადასტუროს ადრე გამო­თქმული და დღეისათვის არსებული  დებულებები. მიზან­მიმართული საველე-არქეოლოგიური კვლევების შედეგად, პროექტის ფარგლებში, ასევე, მოხდება    ბრინჯაოდან    რკინა­ზე    გადასვლის ტექნოლოგიური პროცე­სების დაზუსტება, რკინის წარმოების ზონაში სინქრონული დასახლებების  დაფიქსირება.  პროექტის  ფარგლებში  მომზადდება  ერთიანი  მონოგრაფია  კატალოგით, სადაც   წარმოდგენილი  იქნება დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კოლ- ხეთის უძველესი რკინის მეტალურგიის დამადასტურებელი ყველა ძეგლი და დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა ძეგლზე წარმოდგენილი ადრეული რკინის ნივთები, ასევე, გადმო­ცე­მული იქნება დასმული პრობლემების კომპლექსური კვლევით მიღებული  შედეგები. მონოგრაფიას -   „კოლხეთი  - რკინის  მეტალურგიის  უძველესი  ცენტრი“    - კატალოგთან და საილუსტრაციო მასალასთან ერთად, საბაზისო მნიშვნელობა ექნება უძველესი რკინის მეტალურგიაზე  მომუშავე  მკვლევრებისათვის.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა