სამეცნიერო კვლევები

„მწვანე ტექნოლოგიების როლი ბიზნესის წარმატებასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში“

პროექტის სახელწოდება: „მწვანე ტექნოლოგიების როლი ბიზნესის წარმატებასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში“

გრანტის დაფინანსების წყარო: შოთა რუსთაველის  ეროვნული სამეცნიერო ფონდი

პროექტის ხელმძღვანელი: ნარგიზ ალასანია, რუსუდან კვარაცხელია კვარაცხელია, ლევან კიკილაშვილი,  ლევი გეონჯიანი, თინათინ როდონაია

სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი: ნარგიზ ალასანია, რუსუდან კვარაცხელია, ლევან კიკილაშვილი,  ლევი გეონჯიანი, თინათინ როდონაია
 

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 2022

პროექტის მიზანი, ამოცანები და აქტუალობა: სამეცნიერო ნაშრომი მოიცავს მწვანე ტექნოლოგიების აღწერას, მათ უპირატესობებს, როგორც გარემოს  დაცვის  და კლიმატის  ცვლილების  შერბილების  ღონისძიებების  კუთხით, ასევე ბიზნესის განვითარების მიმართულებით. უახლესი, მაღალეფექტიანი მწვანე ტექნოლოგიების გამოყენების საერთაშორისო  გამოცდილებები, მათი შესაბამისობა საქართველოს რეალობასთან და ეკონომიკური ეფექტიანობა არის ნაშრომის ძირითადი საკვლევი თემა. ასევე, ნაშრომის სამეცნიერო სიახლე მდგომარეობს ბიზნესის ცალკეული მიმართულებების პრობლემების შესწავლაში. ნაშრომში განხილული იქნება საქართველოს რეგიონების დონეზე ბიზნესში არსებული პრობლემები და სწორედ ადგილობრივი   პირობების  შესაბამისად მოხდება სათანადო მწვანე ტექნოლოგიების შერჩევა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი  საკითხი, რასაც  აღნიშნული  ნაშრომი  მოიცავს,  არის საქართველოში მეცნიერებასა  და ბიზნესს  შორის მჭიდრო  კავშირის  დამყარების  მიზნით  ეფექტიანი  პლატფორმის სტრუქტურისა და ქვეყანაში სამეცნიერო ბიზნესის ელექტრონული მართვის სისტემის აღწერა.

სამეცნიერო ნაშრომის ღირებულება კლიმატის ცვლილების შერბილების ღონისძიებების ფარგლებში უახლესი, მაღალეფექტიანი ტექნოლოგიების მიმოხილვა; საერთაშორისო გამოცდილებების გაზიარება; საქართველოს ბიზნეს სექტორში არსებული თანამედროვე პრობლემების გამოკვეთა და მწვანე ტექნოლოგიების როლის წარმოჩენა მათ გადაწყვეტაში; საქართველოში საწარმოო პროცესებით გამოწვეული გარემოს დაბინძურების ხარისხის გათვალისწინებით ყველაზე მეტად საჭიროა საწარმოო ტექნოლოგიების შერჩევა; ბიზნესის ცალკეული მიმართულებისათვის, ასევე საქართველოს რეგიონების მიხედვით, მათი სპეციფიკის გათვალისწინებითმიზანშეწონილი მწვანე ტექნოლოგიების მოკვლევა; ადგილობრივ მეცნიერთა და ბიზნესის წარმომადგენელთა მეტი ურთიერთკავშირისა და საჭირო მწვანე ტექნოლოგიების შემუშავების  სისტემატიზაცია, სამეცნიერო ბიზნესის ელექტრონული მართვის სისტემის შემუშავება.სახელმძღვანელოში მოცემული იქნება წარმატებული მწვანე ბიზნესის სტრატეგიები და ბიზნეს გეგმებისმონახაზები.
  


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა