სამეცნიერო კვლევები

ლურჯი ეკონომიკა: იმპორტშემცვლელი დარგების განვითარების პერსპექტივები ზღვისა და მდინარის პროდუქტების მაგალითზე

გრანტის დაფინანსების წყარო: შოთა რუსთაველის  ეროვნული სამეცნიერო ფონდი

პროექტის ხელმძღვანელი: ბსუ-ს ეკონომიკის სპეციალობის მაგისტრატურის მე-2 კურსის სტუდენტი

პროექტის ხანგრძლივობა: 2022 (დაემატა 6 თვე 2023-ში)

სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი ნათია წიკლაშვილი

პროექტის მიზანი - ეკონომიკის თანამედროვე მიდგომებს შორის გამოვარჩიოთ უნდა ლურჯი ეკონომიკა - საზღვაო რესურსების მდგრადი გამოყენება ეკონომიკური ზრდისა და განვითარებისათვის, საცხოვრებელი პირობების და სამუშაო ადგილების გაუმჯობესებისა და ოკეანის ეკოსისტემის სიჯანსაღისთვის (მსოფლიო ბანკი). მსოფლიოში და მათ შორს საქართველოშიც, იზრდება და ვითარდება ფერმერულ და აქვაკულტურულ  მეურნეობებში  თევზის  წარმოების დინამიკა,  თუმცა  საკმაოდ ნელი ტემპით. საქართველოში თითქმის არ ხდება წყლის რესურსების კომერციული მიზნებით გამოყენება, რაც დანაკლისია რეალური ეკონომიკისა.

სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ფარგლებში დადგინდება საქართველოს ლურჯი ეკონომიკის პერსპექტივა აჭარაში მდებარე აქვაკულტურულ მეურნეობებში. გამოკვლეული იქნება, ერთის მხრივ თევზის ბაზრის მოთხოვნისა და მიწოდების რაოდენობრივი და სტრუქტურული მაჩვენებლები, მეორეს მხრივ კი თევზის მეურნეობების წინაშე არსებული გამოწვევები, ის პრობლემები რომლებიც ხელს უშლის თევზის პროდუქტების რეწვის გაზრდასა და განვითარებას. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ გარდა რაოდენობრივი მაჩვენებლებისა, თვისობრივად შევაფასოთ საქართველოში აქვაკულტურის განვითარების ტენდენციები და თავისებურებები, ლურჯი ეკონომიკის მიმართულებით შევიმუშავოთ, განვჭვრიტოთ და დავგეგმოთ სწორი პოლიტიკა.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა