სამეცნიერო კვლევები

აჭარა-გურიის ციტრუსოვანთა პლანტაციებში გავრცელებული მავნებელ-დაავადებების შესწავლა და პათოგენთა კოლექციის შექმნა

სამეცნიერო პროექტი - აჭარა-გურიის ციტრუსოვანთა პლანტაციებში გავრცელებული მავნებელ-დაავადებების შესწავლა და პათოგენთა კოლექციის შექმნა

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელიფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელიმზიური გაბაიძე

პროექტის კოორდინატორი: ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვბნების ინსტიტუტის დირექტორი

ჩართული პირი: გურამ ალექსიძე - პროფესორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი

პროექტის ხანგრძლივობა:  3 წელი (2022-2025)

პროექტის მიზანი, ამოცანა, აქტუალობა:

პროექტის მიზანია აჭარა-გურიის ციტრუსოვანთა პლანტაციებში მავნებელ-დაავადებების სპექტრის გამოვლენა-დიაგნოსტიკა, გავრცელების არეალის, განვითა-რების ინტენსივობის დადგენა, დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების პათოგე-ნური და ვირულენტური თვისებების შესწავლა, სახეობრივი მრავალფეროვნების კვლევა პჯრ მეთოდით, პათოგენთა კოლექციის შექმნა, მავნებელ-დაავადებების მიმართ გამძლე ჯიშების გამოვლენა. წარმოდგენილი პროექტის მიზნის შესასრულებლად  შესწავლილი იქნება როგორც რეგიონში მასიურად გავრცელებული (მეჭეჭიანობა, ფიტოფტოროზი, მელანოზი, გომოზი, ანთრაქნოზი, სიდამპლეები, ალტერნარიოზი, ვერტიცილიოზური ხმობა, ფარიანები, ცრუფარიანები, ტკიპები, ფრთათეთრები, ბუგრები და სხვ), ისე ახლად ინვაზირებული მავნებელ–დაავადებები. პროექტის განხორციელების პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამახვილებული იმ საკარანტინო მავნებელ-დაავადებებზე რომლებიც უფრო ინტენსიური გავრცელებითა და საკმაოდ მაღალი აგრესიულობით გამოირჩევიან და შესაბამისად მათგან გამოწვეული ზიანიც მაღალია, რაც ცალსახად მიუთითებს ამ დარგში ჩასატარებელი კვლევების აქტუალობაზე. პროექტი აქტუალურია იმითაც, რომ პირველად საქართველოში სრულყოფილად იქნება შესწავლილი ციტრუსოვანთა პლანტაციებში არსებული ფიტოსანიტარული მდგომარეობა. გამოვლენილი იქნება დაავადებების გამომწვევი პათოგენები, მოხდება მათი მორფოლოგიურ-კულტურალური თვისებების შესწავლა, თანამედროვე სტანდარტებით შენახვა ციტრუსოვანი კულტურების პათოგენთა კოლექციაში.

 

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა