სამეცნიერო კვლევები

ფონდი აცხადებს სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსს

სურათი

ფონდი აცხადებს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის 2025 წლის საგრანტო კონკურსს.

კონკურსის ფარგლებში ფინანსდება კვლევითი პროექტები ოქსფორდის უნივერსიტეტის ქვეყანათმცოდნეობის ინტერდისციპლინური კვლევების სკოლის, რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების განყოფილების  ყველა სამეცნიერო მიმართულებაში, რომელიც ეხება საქართველოს: ანთროპოლოგია, სოციოლოგია, ეკონომიკა, პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, ისტორია, ხელოვნება, რელიგია, საზოგადოება და კულტურა, ასევე, ბოდლეინის ბიბლიოთეკაში, ოლივერ და მარჯორი უორდროპების კოლექციის კვლევას.

კონკურსის შედეგად შესაძლოა დაფინანსდეს 2 კვლევითი პროექტი, ერთი პროექტი - სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში და მეორე პროექტი - ბოდლეინის ბიბლიოთეკის არქივში ოლივერ და მარჯორი უორდროპების კოლექციაზე მუშაობისათვის.

სოციალური და ჰუმანიტარული კვლევების მიმართულებით კონკურსში პროექტი უნდა წარმოადგინოს საქართველოს მოქალაქე, ფიზიკურმა პირმა, რომელსაც დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი მიენიჭა საგრანტო პროექტის დაწყებამდე ( 2026 წლის იანვარი), არაუადრეს 2019 წლის იანვარისა, ხოლო უორდროპის კოლექციების კვლევების მიმართულებით - საქართველოს მოქალაქე, ფიზიკურმა პირმა, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

თითოეული კვლევითი პროექტისთვის ფონდის საგრანტო დაფინანსება შეადგენს 30 000 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგის ეკვივალენტი ლარში.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა