სამეცნიერო კვლევები

დაბალკალორიული ტკბილი ტაბლეტები

სამეცნიერო პროექტი - დაბალკალორიული ტკბილი ტაბლეტები (SIG/23/1/2015)

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი - დოქტორანტი რუსლან დავითაძე

სამეცნიერო  პროექტის დაფინანსების წყარო - განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების თს ფონდი ხვალინდელი წარმატებისთვის

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა -2015-2016 წწ.

სამეცნიერო პროექტის მეცნიერული სიახლე - თანამედროვე ფიზიკო-ქიმიური მეთოდების გამოყენებით პირველად იქნება შესწავლილი მსოფლიო ბაზარზე გავრცელებადი სტევიას ახალი ჯიშის მცენარეთა ქიმიური შედგენილობა - ბიოლოგიურად აქტიური ნაერთები, დასავლეთ საქართველოს ნიადაგობრივ-კლიმატურ პირობებში. მიღებული შედეგებით შემუშავდება სტევიას ნედლი ფოთლის გადამუშავების ორიგინალური კომპლექსური ტექნოლოგია.  

ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი დღევანდელი შეზღუდული ტექნიკური შესაძლებლობების პირობებში პროექტის ფარგლებში თანამედროვე ხელსაწყოების შეძენა, რომლებიც უზრუნველყოფენ კვლევების მაღალ სარწმუნოობას და შესაძლებელი გახდება მაღალრეიტინგული გამოცემებისათვის პუბლიკაციების მომზადება და საერთაშორისო პროექტებში ჩართვა.

პროექტით დაგეგმილ კვლევებს აქვს არა მარტო სამეცნიერო, არამედ პრაქტიკული და სოციალური ღირებულებაც. კვლევის შედეგები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება დღეისათვის კრიზისში მყოფი სოფლის მეურნეობისა და განსაკუთრებით გადამამუშავებელი მრეწველობისათვის, რადგანაც დღეს მსოფლიო ბაზარზე სტევიასაგან მიღებულ პროდუქტებზე დიდი მოთხოვნაა, ეს ერთ-ერთი მზარდი ბაზარია ბოლო 5 წელიწადში 7 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. სტევიასაგან შესაძლებელი გახდება ნატურალური დამატკბობელის და სხვა ბიოაქტიური პროდუქტის მიღება.

საქართველოს სოფლის მეურნეობაში და გადამამუშავებელ მრეწველობაში შესაძლებელი გახდება მაღალრენტაბელური კულტურის და მისი გადამუშავების ტექნოლოგიის დანერგვა. საქართველოში შემოტანილი იქნება და დაინერგება ახალი პერსპექტიული ჯიშები, დაიხვეწება დაბალკალორიული ბუნებრივი დამატკბობელის-სტევიას თეთრი ექსტრაქტის წარმოების ტექნოლოგიური სქემა და მიღებული დამატკბობელის ბაზაზე შემუშავდება დაბალკალორიული პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიური სქემები, დოკუმენტაცია და წარმოებული იქნება შემდეგი პროდუქციის საცდელი პარტიები:

1. დაბალკალორიული დამატკბობელი – სტევიას თეთრი ექსტრაქტი (კონცენტრატი).
2. დაბალკალორიული დამატკბობელი – სტევიას თეთრი ექსტრაქტი (მშრალი).
3. დაბალკალორიული დამატკბობელი – სტევიას ექსტრაქტი (კონცენტრატი).
4. დაბალკალორიული დამატკბობელი – სტევიას ექსტრაქტი (მშრალი).

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა