-
სად მივიღოთ Erasmus+ -ის შესახებ ინფორმაცია?
ყოველ აკადემიურ წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახური აცხადებს კონკურსის შესახებ ინფორმაციას, რომელიც ქვეყნდება უნივერსიტეტის მთავარ ვებ-გვერდზე, ფაკულტეტების საინფორმაციო დაფებზე და სამსახურის სიახლეებში. კონკურსის გამოცხადებას წინ უძღვის საინფორმაციო პრეზენტაცია. -
რამდენი ადგილია ვაკანტური?
ვაკანტური ადგილები იცვლება ყოველ აკადემიურ წელს და ადგილების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მიმღები უნივერსიტეტი. -
ვღებულობდი მონაწილეობას, მქონდა მაღალი ქულები, მაგრამ ვერ გავიმარჯვე, რატომ?
დიახ, ასეთი რამ არის შესაძლებელი. Erasmus+ -ის უმთავრესი მოთხოვნაა, პროგრამული თანხვედრა მიმღებ და გამგზავნ უნივერსიტეტებს შორის.
მაგალითად: თუ თქვენ ხართ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი, მაგრამ ევროპული უნივერსიტეტი მიღებას აცხადებს ეკონომიკისა და ბიზნესისა მიმართულებით, გამარჯვებული იქნება შესაბამისი სპეციალობის სტუდენტი. -
იცვლება თუ არა მიმღები უნივერსიტეტების სია ყოველ გამოცხადებაზე?
დიახ, სია ცვალებადია და დაფუძნებულია უნივერსიტეტებს შორის გაფორმებულ პარტნიორულ ხელშეკრულებებზე. -
საჭიროა თუ არა გავიარო ინგლისური ენის ტესტირება, როდესაც მაქვს სხვა სერთიფიკატი?
დიახ, Erasmus+ -ის მოთხოვნაა, ყველა სტუდენტმა გაიაროს აღნიშნული ტესტირება. -
გამარჯვების შემთხვევაში როდის განხორციელდება მობილობა?
მობილობის განხორციელების პერიოდს ადგენს მიმღები უნივერსიტეტი. -
ვარ დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, შემიძლია თუ არა მივიღო მონაწილეობა?
დიახ, იმ შემთხვევაში თუ მობილობა განხორციელდება გაზაფხულის სემესტრში. -
საერთოა თუ არა მოტივაციის წერილი ყველა უნივერსიტეტისთვის?
დიახ, საერთოა. -
რომელ სემესტრს უნდა მოიცავდეს ნიშნების ფურცელი?
ყველა განვლილ სემესტრს.
უკან |