
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, სხვადასხვა საერთაშორისო აკადემიისა და საბჭოს წევრმა პაატა კერვალიშვილმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სემინარი ჩაატარა. პროფესორმა პაატა კერვალიშვილმა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, ახალგაზრდა მკვლევარებსა და სტუდენტებს „კვანტური ბიოლოგიისა“ და „კვანტურ საინფორმაციო ტექნოლოგიების“ უახლოესი კვლევების შედეგები გააცნო.
| უკან |



