ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

ბსუ-ში განათლების რეფორმის საკითხებზე კონფერენცია გაიმართა

სურათი

ესტონეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში კაი კაარელსონმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა და ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების რეფორმის საკითხებზე კონფერენცია გახსნეს. აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა აჭარაში განათლების რეფორმის მიმდინარეობაზე ისაუბრა, ესტონეთის ელჩმა საქართველოში კაი კაარელსონმა სესიის მონაწილეებს ესტონეთის განათლების სისტემის გამოცდილება გაუზიარა, ხოლო იუნისეფის წარმომადგენელმა საქართველოში დოქტორ ღასან ხალილმა თავის მოხსენებაში ბავშვთა უფლებებზე დაფუძნებული განათლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ბსუ-ს პროფესორმა ლელა თავდგირიძემ კონფერენციაზე მოხსენება წარადგინა უმაღლეს განათლებაში გაეროს ბავშვთა ფონდის, ესტონეთისა და საქართველოს საპარტნიორო პროგრამის შედეგების შესახებ.

კონფერენცია გაეროს ბავშვთა ფონდისა და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებითა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა