
ევროკავშირის ეგიდით გამოცხადდა კონკურსი ახალგაზრდა მეცნიერებისათვის, რომელიც მიზნად ისახავდა საინტერესო და კრეატიული იდეის ავტორი მოსწავლის ან მოსწავლეთა ჯგუფის გამოვლენა სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულებიდან. სკოლისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში ბსუ-ს ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლებმა ფიზიკის მიმართულებით კრეატიული მოსწავლეების შეარჩიეს და მოამზადეს. ბათუმის N5 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე კონსტანტინე კეშელავამ კონკურსზე წარადგინა პროექტი ,,წვიმის ენერგიის გამოყენება“, ხოლო და N6 ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე გიორგი გობაძემ პროექტი - ,,მწოლიარე პოლიციელი“. ორივე ნაშრომმა გამარჯვება მოიპოვა და მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა. საკონკურსო კომისიის თავჯდომარემ, პროფესორმა პაატა კერვალიშვილმა 19 სექტემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამარჯვებულებს დიპლომები გადასცა.
| უკან |


