ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

მენტორობისა და ტუტორობის პროგრამის წარდგენა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვის

სურათი

„Erasmus+“ის საგრანტო პროექტის, - „პროფესიული განათლებისა და სტუდენტების ჩართულობის ხელშეწყობა მენტორინგისა და ტუტორინგის სისტემით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში" (PROMENT), -   მენეჯერმა, პროფესორმა ლელა თურმანიძემ ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს გააცნო მენტორობისა და ტუტორობის პროგრამა, პროგრამის მნიშვნელობა სტუდენტთა აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებასა და კარიერული წინსვლისთვის,  საუნივერსიტეტო  საზოგადოებაში სტუდენტთა ჩართულობისთვის.

სემინარის მონაწილეებმა მოისმინეს პროგრამაში მენტორის და ტუტორის სტატუსის მოპოვების,  მენტორისა და „მაძიებელი - სტუდენტის“, ტუტორისა და „მაძიებელი - სტუდენტის“ თანამშრომლობის ეთიკურ პრინციპებზე, პროგრამის შესაძლო სამიზნე ჯგუფებსა და  მათი დაინტერესების ასპექტებზე. 

სემინარის დამსწრეები გაეცნენ ევროპის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩამოყალიბებული მენტორობისა და ტუტორობის სქემებს, სქემების შესაბამის სასწავლო მასალებს.

PROMENT  პროექტი ევროკომისიის მიერ დაფინანსდა 2023 წელს და მასში ბსუ-სთან ერთად ჩართულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ავეიროს, სილეზიის, პერუჯისა და ვენის უნივერსიტეტები, 4 უნივერსიტეტი უკრაინიდან,  აჭარის სავაჭრო და სამრეწველო პალატა და უკრაინის რამდენიმე კომერციული ორგანიზაცია. საქართველოსა და უკრაინის უნივერსიტეტებში  მენტორობისა და ტუტორობის პროგრამა ინერგება ევროპის უნივერსიტეტებში მოქმედი ანალოგიური პროგრამების  პრაქტიკის შესწავლის საფუძველზე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა