ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები მახუნცეთის საჯარო სკოლის 10-11 კლასის მოსწავლეებსა და სკოლის მასწავლებლებს შეხვდნენ

სურათი

ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები ქედის რაიონის სოფელ მახუნცეთის საჯარო სკოლის 10-11 კლასის მოსწავლეებსა და სკოლის მასწავლებლებს შეხვდნენ.

კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა მიხეილ დონაძემ, დეპარტამენტის პროფესორებმა გულადი ფარტენაძემ, ზაზა დავითაძემ, ბესიკ ბერიძემ კომპიუტერული მეცნიერების სპეციალობის IV კურსის სტუდენტმა ზურაბ თევთიძემ შეხვედრაზე ისაუბრეს ციფრული ტექნოლოგიების როლზე თანამდეროვე ცხოვრებაში და კომპიუტერული მეცნიერების საკითხებზე კერძოდ, სოციალური ქსელების, ციფრული მარკეტინგის, კიბერ უსაფრთხოების და WEB 3 პლატფორმის მნიშვნელობაზე, ასევე სკოლის მოსწავლეებს წარმოუდგინეს თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების მიღწევები.

შემეცნებით ხასიათის ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ბსუ-ს პროფესორებმა უპასუხეს მოსწავლეების და მასწავლებლების შეკითხვებს. შეხვედრის ბოლოს სტუმრებმა მოსწავლეებს გადასცეს სამახსოვრო საჩუქრები და გადაიღეს სამახსოვრო სურათები.

ვიზიტი მიზნად ისახავდა სოფელ მახუნცეთის საჯარო სკოლასთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და სკოლის მოსწავლეებში კომპიუტერული მეცნიერების პოპულარიზაციას.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა