ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

ფიზიკის საგანმანათლებლო პრეზენტაციები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში

სურათი

ფიზიკის პოპულარიზაციის მიზნით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში გაიმართა გასვლითი საგანმანათლებლო პრეზენტაციები. შეხვედრების მიზანი იყო მოსწავლეებში ფიზიკისადმი ინტერესის გაღვივება, თანამედროვე ფუნდამენტური იდეების გაცნობა და მათი კავშირის წარმოჩენა რეალურ ტექნოლოგიებთან.

შეხვედრა გაიმართა  შემდეგი სკოლებისათვის:
• სსიპ ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის №1 საჯარო სკოლა (დირექტორი – ეთერ წილოსანი)
• სსიპ სოფელ ჩხაკოურის საჯარო სკოლა (დირექტორი – ალექსანდრა მარი)
• სსიპ სოფელ გუთურის საჯარო სკოლა (დირექტორი – მზია ოსეფაიშვილი) – აღნიშნულ სამ სკოლაში ფიზიკის პედაგოგია ბსუ-ს კურსდამთავრებული ჯუმბერ გიორგაძე
• ააიპ ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლა (დირექტორი – ირმა ჯიბუტი, ფიზიკის მასწავლებელი – ზაირა რობაქიძე)
• სსიპ სიკო დოლიძის სახელობის სოფელ ამაღლების საჯარო სკოლა (დირექტორი – ლალი ყაჭეიშვილი)
• სსიპ სოფელ შუა ამაღლების საჯარო სკოლა (დირექტორი – სამსონ ჯიბუტი) – ორივე სკოლაში ფიზიკის მასწავლებელია გურამ ჯიბუტი

მოსწავლეებს წარედგინათ ლექცია თემაზე „ფუნდამენტური ურთიერთქმედებები“, სადაც განხილული იყო გრავიტაციული, ელექტრომაგნიტური, სუსტი და ძლიერი ურთიერთქმედებების არსი, მათი როლი სამყაროს სტრუქტურაში, ატომურ და ბირთვულ პროცესებში, ასევე თანამედროვე ექსპერიმენტებსა და ტექნოლოგიებში.

ლექცია ინტერაქტიულ ფორმატში ჩატარდა, ვიზუალური და სადემონსტრაციო მასალების გამოყენებით. მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ დისკუსიაში და გამოავლინეს მაღალი ინტერესი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამედროვე ფიზიკის მნიშვნელობას, მეცნიერების როლს XXI საუკუნეში და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ფიზიკურ კვლევებში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა