ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

ბსუ-ში სამეცნიერო პროექტი „ზღაპრებიდან ეკონომიკურ ცნობიერებამდე“ განხორციელდა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელდა სამეცნიერო პროექტი ზღაპრებიდან ეკონომიკურ ცნობიერებამდე“. პროექტის ფარგლებში მკვლევრებმა ინტერდისციპლინარული მიდგომით შეისწავლეს ადრეული ასაკის ბავშვებში საბაზისო ეკონომიკური განათლებისა და ეკონომიკური ცნობიერების ჩამოყალიბების ხელშეწყობის მეთოდოლოგია და რესურსები, მოახდინეს ქართულ ხალხურ ზღაპრებში ეკონომიკური კონცეპტების იდენტიფიცირება და მათი მნიშვნელობის აღწერა ადრეული ასაკის ბავშვის ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით.

პროექტი განხორციელდა 2023–2026 წლებში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის ფარგლებში (FR-22-9547).

პროექტის შედეგად შეიქმნა მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო რესურსები: მონოგრაფია ზღაპრებიდან ეკონომიკურ ცნობიერებამდე“, საბაზისო ეკონომიკური განათლების“ სილაბუსი, ქართული ხალხური ზღაპრების კრებული“, საბაზისო ეკონომიკურ ტერმინთა საბავშვო ლექსიკონი“, ასევე მომზადდა ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტში ცვლილების ინიციატივა.

პროექტის ხელმძღვანელია პროფესორი ლელა თავდგირიძე; კოორდინატორი- ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი გიორგი ქათამაძე; მკვლევარი - ფილოლოგიის დოქტორი მაია ბოლქვაძე.

პროექტში მონაწილეობდნენ უცხოელი კონსულტანტები: პროფესორი ენე სილვია სარვი - ტარტუსდა ტალინის უნივერსიტეტი მკვლევარი; ანა გილ გარსია- ჩრდილო‑აღმოსავლეთ ილინოისის უნივერსიტეტი, დასავლეთ მიჩიგანისა და ქაიროს უნივერსიტეტიემერიტუს პროფესორი.

კვლევაში ჩართული იყვნენ ასევე პროექტის ფსიქოლოგი, ადრეული განათლების ექსპერტი თამარ საღინაძე და ადრეული განათლების ექსპერტი, კრებულის ილუსტრატორი  ნინო ჯიჯავაძე.

პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ბსუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლები, აკადემიური და სამეცნერო პერსონალი, ბათუმის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, განათლების ექსპერტები, საბავშვო ბაღების წარმომადგენლები, მონოგრაფიის რედაქტორები, რეცენზენტები და სხვა დაინტერესებული პირები.

მონოგრაფიის ელექტორნული ვერსია ხელმისაწვდომია ბსუ-ს ბიბლიოთეკის ვებ-გვერდსა და GOOGLE SCHOLAR სამეცნიერო ბაზაში.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა