30 მარტი 2026 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტში გაიმართა პროფესორ ნუგზარ ღომიძის სამეცნიერო სემინარი თემაზე: ,,ლაზერით ინდუცირებული პლაზმის დიაგნოსტიკა“.
პრეზენტაციაში განხილული იყო ლაზერით ინიცირებული პლაზმის (LIP) სპექტრული დიაგნოსტიკის თანამედროვე მიდგომები Laser-Induced Breakdown Spectroscopy (LIBS) მეთოდის ფარგლებში. წარმოდგენილი იყო ჰიბრიდული მოდელი, რომელიც აერთიანებს დეტერმინისტულ პლაზმის კინეტიკას და სტოქასტურ ფლუქტუაციებს, რაც ზრდის პლაზმის პარამეტრების განსაზღვრის სიზუსტეს. თემა ხაზს უსვამს ფიზიკური მოდელირებისა და მაღალი გარჩევადობის სპექტროსკოპიის ინტეგრაციის მნიშვნელობას და ქმნის საფუძველს LIBS ტექნოლოგიის შემდგომი განვითარებისთვის.
სემინარს ესწრებოდნენ დეპარტამენტის აკადემიური პერსონალი, მოწვეული მასწავლებლები, ახალგაზრდა მეცნიერები და სტუდენტები.