
ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა თურმანიძე, ასოცირებული პროფესორი იბრაიმ დიდმანიძე და დეკანის თანაშემწე ნანა ხალვაში ერგეს საჯარო სკოლის მოსწავლეებს ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, სადაც მოსწავლეებს დეტალურად გააცნეს უნივერსიტეტის საბაკალავრო და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, სტუდენტური სტიპენდიები, გაცვლითი პროექტები და სტუდენტური ცხოვრების სხვადასხვა ასპექტები. უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სკოლა და გაეცნენ მოსწავლეთა ნამუშევრებს.
კითხვა-პასუხის რეჟიმში გამართული დიალოგი დაეხმარება სკოლის მოსწავლეებს პროფესიული არჩევანის გააზრებულად გაკეთებასა და მომავლის სწორად დაგეგმვაში. ვიზიტი ერგეს საჯარო სკოლასთან პარტნიორობის გაღრმავებასა და ბსუ-ს პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად.
| უკან |





