
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის წევრებმა: პროფ. დ. მახარაძემ, ასოც. პროფ. მ. ბაკურიძემ და ასისტ. პროფ. ა. ბაკურიძემ უნივერსიტეტის მესამე მისიის ფარგლებში შეხვედრა გამართეს ბათუმის №5 და ორთაბათუმის საჯარო სკოლების მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასის მოსწავლეებთან. შეხვედრის მიზანი იყო უნივერსიტეტსა და სკოლას შორის თანამშრომლობის გაღრმავება, თანამედროვე მათემატიკის პოპულარიზაცია, ბსუ-ში მოქმედი მათემატიკის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების როლის გაცნობა თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებაში და მოსწავლეებში მათემატიკისადმი ინტერესის გაღვივება.
| უკან |





