
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მათემატიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის ზებურ ავალიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული საჭადრაკო ტურნირი - „ზებურ ავალიანის თასი - 2026“ გაიმართა. ტურნირი 9 ტურად, შვეიცარული სისტემით გაიმართა და მასში 50-მდე სტუდენტი, პროფესორ-მასწავლებელი, ჭადრაკის მოყვარული და ნორჩი მოჭადრაკე ასპარეზობდა.
შეჯიბრების მონაწილეებს მიესალმნენ და გამარჯვება მიულოცეს ბსუ-ს რექტორმა, ტიტე აროშიძემ, რექტორის მოადგილე გიორგი ქათამაძემ, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანმა ლელა თურმანიძემ, აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა - სალომე მელიამ, ბსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა იბრაიმ დიდმანიძემ, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელმა მერაბ მეგრელიშვილმა და ზებურ ავალიანის შვილმა, ტურნირის სპონსორმა - მუხრან ავალიანმა.
პირველი ადგილი - ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის
მათემატიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი თენგიზ დიდმანიძე;
მეორე ადგილი - ბსუ-ს ლექტორი თინათინ ბერიძე;
მესამე ადგილი - ბათუმის კერძო სკოლა მონპარნასის მოსწავლე მახარაძე დემეტრე.
ნომინაცია - „საუკეთესო მოჭადრაკე ბავშვი“ ჭინკაზე თომა გაიმარჯვა.
ნომინაცია „საუკეთესო საჭადრაკო პარტიის გამარჯვებული“, სამართლის პროგრამის სტუდენტი ზვიად მალანია. ბსუ-ს წარმატებული და სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდაჭერის ფონდმა სწავლის საფასური 375 ლარით.
ტურნირის სპონსორი მუხრან ავალიანი -ზებურ ავალიანის შვილი, დააწესა სპეციალური ფულადი პრიზები:
• I ადგილი - 300 ლარი
• II ადგილი - 200 ლარი
• III ადგილი - 100 ლარი
• წიგნი - ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანი ლელა თურმანიძე - პირველი ადგილისთვის - დიდი ქართველები
• წიგნი-ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანი ლელა თურმანიძე - „საუკეთესო მოჭადრაკე ბავშვი“;
• 100 ლარი- ფონდი „საძმო“ -- მერაბ ფუტკარაძე ბსუ-ს პროფესორი;
• სიგელი - ტურნირში მონაწილეობისათვის გადაეცემა 52 მონაწილეს;
• სიგელი - მხარდაჭერისთვის ფონდი „საძმო“
• თასი, მედლები და ფასიანი საჩუქრები დააწესა - აჭარის ჭადრაკის ფედერაცია, პრეზიდენტი სალომე მელია;
• სიგელი- ტურნირის მთავარი მსაჯი - დიანა ქუთელია;
• იდეის ავტორები : ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი იბრაიმ დიდმანიძე; ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი მერაბ მეგრელიშვილი;
ტურნირი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტისა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.
| უკან |



















