ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

ბსუ-მ „ევროოდისეის“ პროგრამის ფარგლებში ესპანელ და ბელგიელ სტაჟიორებს უმასპინძლა

სურათი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მიერ განხორციელებული უცხოეთში სტაჟირების პროგრამის – „ევროოდისეის“ ფარგლებში ბსუ-ს ენებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრმა მიმდინარე სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში უმასპინძლა ესპანელ სტაჟიორს, ანა პიშელს. სტაჟიორმა, ასოცირებული პროფესორის ნინო სამნიძის ხელმძღვანელობით, ინგლისური ენის პრაქტიკული კურსის ფარგლებში მრავალფეროვანი საგანმანათლებლო აქტივობები განახორციელა ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადებისა და ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებისთვის.

ამავე პერიოდში ცენტრი მასპინძლობდა ბელგიელ სტაჟიორს, გრეგუარ პოლეს, სტაჟიორი ასისტენტ-პროფესორ ნათია აბაშიძის ხელმძღვანელობით აქტიურად იყო ჩართული სასწავლო პროცესში და რომანული ფილოლოგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტებისთვის ფრანგული ენის პრაქტიკულ კურსს უძღვებოდა.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მომავალშიც აქტიურად ჩაერთვება საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში, რაც ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესის გაძლიერებას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და სტუდენტთა ინტერკულტურული კომპეტენციების განვითარებას.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა