ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

რუმინეთის პროფესორის სამუშაო ვიზიტი ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტზე

სურათი

16-26 ივნისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისა და ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განვითარების მიზნით, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტს სამუშაო ვიზიტით ეწვია რუმინეთის ქალაქ იასის ალექსანდრუ იოან კუზას უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტის პროფესორი მარიან იოან მუნტეანუ.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან და აკადემიურ პერსონალთან, ასევე ჩატარდა ლექციები მათემატიკის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის. განხილულ იქნა მათემატიკის მიმართულებით ერთობლივი სამეცნიერო კვლევებისა და აკადემიური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. მხარეებმა იმსჯელეს საგანმანათლებლო პროგრამების ურთიერთშედარების, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებისა და მათი შემდგომი განვითარების საკითხებზე.

ვიზიტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენდა Erasmus+ პროგრამის ფარგლებში სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი მობილობის ხელშეწყობა, ასევე ორ უნივერსიტეტს შორის ორმხრივი აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავება.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა