ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

ERASMUS+ ICM Project PEERS აკადემიური მობილობა ავეიროს (პორტუგალია) უნივერსიტეტში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის, ენებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის ასისტენტ-პროფესორი, ნათია აბაშიძე და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მთავარი სპეციალისტი, ხათუნა ხაბაძე,  ERASMUS+ ICM Project PEERS აკადემიური მობილობის პროგრამის ფარგლებში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ავეიროს უნივერსიტეტში (პორტუგალია).

მობილობის ფარგლებში, ასისტენტ-პროფესორი ნათია აბაშიძე  და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მთავარი სპეციალისტი, ხათუნა ხაბაძე,   მონაწილეობდნენ უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კვირეულში, რომლის ძირითადი თემატიკა მოიცავდა უმაღლესი განათლების სფეროში ინტერნაციონალიზაციის, ეკოლოგიისა და მდგრადი განვითარების საკითხებს. ღონისძიებას ესწრებოდნენ 30 ქვეყნის უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები.

სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში განხილულ იქნა უმაღლესი განათლების სფეროსთვის მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის:

  • კვლევების ინტერნაციონალიზაცია: საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობები და თანამედროვე გამოწვევები;
  •   საერთაშორისო საუნივერსიტეტო ქსელის განვითარება და გრძელვადიანი საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივები;
  • მიმდინარე სამეცნიერო პროექტები;
  •  უნივერსიტეტი და გარემო: ეკოლოგიური პასუხისმგებლობა და ცხოვრების თანამედროვე წესის გამოწვევები;
  •   გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა ჩვენს ყოველდღიურობაში: ეკოლოგიური ინიციატივების განხორციელება და მწვანე მიდგომების დანერგვა საუნივერსიტეტო სივრცეში.

სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორებსა და მონაწილე უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან, სადაც განხილულ იქნა სამომავლო ერთობლივი ინიციატივებისა და პარტნიორული ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები. აღნიშნულმა აქტივობებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ავეიროს უნივერსიტეტს შორის აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებაში.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა