ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ-ს აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის საერთაშორისო სამეცნიერო ელექტრონულ ჟურნალ „აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნეს“ იმპაქტ ფაქტორი - 1.243 მიენიჭა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის საერთაშორისო სამეცნიერო ელექტრონულ ჟურნალ „აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნეს“ (E-ISSN  2720-8168;  ISSN 2587-490X) საერთაშორისო სამეცნიერო ინდე-ქსირების (ISI)/International Scientific Indexing ბაზაში მიენიჭა იმპაქტ ფაქტორის - 1.243 კოეფიციენტი (2022-2023). საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე დაარსდა 2018 წელს ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის ბაზაზე.

ჟურნალში ქვეყნდება სამეცნიერო სტატიები, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის (ფორუმის, სიმპოზიუმის და სხვ.) მოხსენებები, სამეცნიერო ექსპედიციების ანგარიშები და რეცენზიები.

ჟურნალის სამეცნიერო სფეროები და მიმართულებებია:  აღმოსავლეთის ისტორია, პოლიტიკა, გეოგრაფია, წყაროთმცოდნეობა, ისტორიოგრაფია, ქრონო-ლოგია, რელიგიის ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, ეთნოგრაფია, ენათ-მეცნიერება, კულტურა, ფილოსოფია, ლიტერატურათმცოდნეობა, თარგმანი, კულტურული ანთროპოლოგია.

ვულოცავთ აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტს მნიშვნელოვან წარმატებას.

ჟურნალის ელექტრონული მისამართი: https://openjournals.ge/index.php/hos
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა