13 მაისი 2025 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, 34-ე აუდიტორიას ცნობილი ქართველი არქეოლოგის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, ბსუ-ს ემერიტუს-პროფესორის, შოთა მამულაძის სახელი მიენიჭა. აუდიტორია ბსუ-ს რექტორმა, ტიტე აროშიძემ ბატონი შოთა მამულაძის მეუღლესთან ერთად გახსნა.
ღონისძიების ფარგლებში ღვაწლმოსილი პროფესორის ხსოვნისადმი მიძღვნილი სხდომა გაიმართა. ბსუ-ს რექტორმა, ტიტე აროშიძემ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, თეონა ბერიძემ, რექტორის მოადგილებმა - მერაბ ხალვაშმა და თამარ სირაძემ, პროფესორ-მასწავლებლებმა, სტუდენტებმა და ოჯახის წევრებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ცნობილი მეცნიერის ღვაწლი, სამეცნიერო მიღწევები და ხაზი გაუსვეს მის მნიშვნელოვან წვლილს არქეოლოგიის, განათლებისა და უნივერსიტეტის განვითარებაში.