20 ივნისი 2025 წელი

2025 წლის 16-20 ივნისს, რუანის ნორმანდიის უნივერსიტეტმა (საფრანგეთი) პერსონალის საერთაშორისო კვირეულს უმასპინძლა. ბსუ-დან კვირეულში მონაწილეობდნენ სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტები: ლელა თავართქილაძე და ნუნუ ჯაფარიძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები: ნატალია სურგულაძე და მარინე სიორიძე, სამეცნიერო სამსახურის უფროსი თამარ მაჭუტაძე და ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი ნათია აბაშიძე.
კვირეული მოიცავდა სამუშაო შეხვედრებს „ერაზმუს+“-ის საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების, საერთაშორისო მწვანე მობილობის ხელშეწყობის, ინკლუზიური მობილობისა და საერთაშორისო პროექტების მიმართულებით. პროფესორები შეხვდნენ ფაკულტეტის წარმომადგენლებს და სამომავლო აკადემიურ საქმიანობაზე ისაუბრეს.
მრგვალი მაგიდის ფორმატში კვირეულში ჩართულმა მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება და გაეცნენ რუანის უნივერსიტეტის საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებს.