ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საზაფხულო სკოლა „ენების კვირეული ბსუ-სთან ერთად’’ გაიხსნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზაფხულო სკოლა „ენების კვირეული ბსუ-სთან’’ ერთად გაიხსნა. საზაფხულო სკოლის 100-მდე მონაწილეს ერთი კვირის განმავლობაში უცხოური ენების (ინგლისური, გერმანული, ფრანგული და რუსული) ინტენსიური კურსი ჩაუტარდებათ, რომელიც სასწავლო-საგანმანათლებლო და გასართობ აქტივობებს მოიცავს.

საზაფხულო სკოლაში ბათუმის საჯარო და კერძო სკოლების მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური, გერმანული, ფრანგული და რუსული ფილოლოგიის სტუდენტები მონაწილეობენ.

სკოლის მიზანია მონაწილეებმა გაიუმჯობესონ უცხო ენაზე წერის, საუბრის, პრეზენტაციისა და გუნდური მუშაობის უნარები, გაიღრმავონ უცხოენოვან ტექსტთან მუშაობის გამოცდილება, გაეცნონ უცხო კულტურასა და ღირებულებებს და ისწავლონ განსხვავებული კულტურის პატივისცემა და ტოლერანტობა.

პროგრამის საგანმანათლებლო და გასართობ-შემოქმედებით ნაწილს გაუძღვებიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელები და მშვიდობის კორპუსის ამერიკელი მოხალისეები. პროგრამაში მონაწილე ყველა პირისათვის გაიცემა სერტიფიკატი.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა