ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საჯარო ლექცია საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებისათვის

სურათი

25 მაისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში  საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ფილოსოფიის დოქტორმა, პროფესორმა  ლალი ზაქარაძემ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე:  - „ახალი რუსული იმპერიალიზმი და საქართველო“. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები.

მომხსენებელმა ისაუბრა რუსული სულის ჩამოყალიბების, „რუსული იდეის“ ალტერნატიული ფორმების („მესამე რომი“,  „ახალი იერუსალიმი“, „სლავური იდეა“) და მისი პოსტთანამედროვე ფორმის - „რუსული იმპერიის იდეის“ შესახებ. რუსული იმპერიალიზმის ფილოსოფია რუსი ინტელექტუალებისა და ფილოსოფოსების, ფ. დოსტოევსკის, ნ. ბერდიაევის, ვლ. სოლოვიოვის, ამასთან გრ. რობაქიძის, ვ. ბენიამინის და თანამედროვე რუსული იდეის „ინტელექტუალური შტაბის“ თეორეტიკოსის ა. დუგინის ნაშრომების ანალიზის საფუძველზე იქნა წარმოჩენილი.

პროფ. ლ. ზაქარაძემ  რუსული ნაციონალიზმისა და იმპერიალიზმის თეორიული დისკურსი საქართველოს პოლიტიკური რეალობის ურთიერთმიმართების ჭრილში წარმოადგინა. ამ კონტექსტში გაანალიზა რუსული იმპერიალისტური პოლიტიკის შინაგანი დინამიურობა, პრობლემათა მწვავე სპექტრის რეაქტუალიზებასთან ერთად.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა