მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
 

 
 
იურიდიული ცნობარი ბიბლიოთეკა გამომცემლობა


















უნივერსიტეტის სიახლეები
07 თებერვალი 2012 წელი
რიზეს უნივერსიტეტთან მემორანდუმი გაფორმდა
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ და რიზეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა არიფ ილმაზიმ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს. ხელშეკრულება ითვალისწინებს ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო პროექტების განხორციელებას. ერთობლივად ჩატარდება კონფერენციები, სიმპოზიუმები და სემინარები. მემორანდუმის ფარგლებში შესაძლებელი იქნება პროფესორ-მასწავლებლების, მკვლევრებისა და სტუდენტების გაცვლითი პროგრამების ამოქმედება, ონლაინ ბიბლიოთეკით სარგებლობა, საგანმანათლებლო, მეცნიერული და მეთოდოლოგიური ლიტერატურის გაცვლა და გაზიარება. ასევე განხორციელდება კულტურული, სპორტული და სხვა ერთობლივი ღონისძიებები.
06 თებერვალი 2012 წელი
სტუდენტთა საყურადღებოდ!
დაიწყო შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეციალური სასწავლო სოციალური პროგრამის ,,სტუდენტთა შეღავათები სწავლის საფასურში“ განხორციელება. ... »»»
04 თებერვალი 2012 წელი
ჟურნალ „მაჭახლისა" და მაჭახლის ხეობის თემატიკაზე შექმნილი კლიპების წარდგინება გაიმართა
თიბისი გალერეაში სამეცნიერო-პოპულარული და საზოგადოებრივი ჟურნალ „მაჭახლის“ №5 და მაჭახლის ხეობის თემატიკაზე შექმნილი კლიპების წარდგინება გაიმართა. ჟურნალი შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრის ნიკო ბერძენიშვილის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებამ გამოსცა და „მაჭახლობის“ სახალხო დღესასწაულს ეძღვნება. „მაჭახელი“ მკითხველს სიახლით გამორჩეულ სხვადასხვა თემატიკის სტატიებს, წერილებს, ინტერვიუებსა და ხეობის ცხოვრების ამსახველ მასალებს სთავაზობს. წარმოდგენილი ნომერი ორად გაყოფილი მაჭახლის ისტორიასა და ეთნოგრაფიას, მატერიალური და სულიერი კულტურის საკითხებს, XIX საუკუნის მეორე ნახევარში თურქეთში მოღვაწე და ქართული საზოგადოებისათვის დღემდე უცნობ მაჭახლელებსა და 1951 წლის რეპრესირებულებს ეთმობა.
01 თებერვალი 2012 წელი
ენდი ფეინშტეინის საჯარო ლექცია თემაზე: „საერთაშორისო ტურიზმის განვითარების ტენდენციები“
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისა და საელჩოს ორგანიზებით, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს კალიფორნიის უნივერსიტეტის კოლინსის კოლეჯის ტურიზმის მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანი ენდი ფეინშტეინი ეწვია. ტურიზმის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ამერიკელმა ექსპერტმა საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „საერთაშორისო ტურიზმის განვითარების ტენდეციები“. სტუმარმა სტუდენტებს ტურიზმის განვითარების ტენდენციები და პერსპექტივები გააცნო და მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება გაუზიარა. დოქტორმა ენდი ფეინშტეინმა ასევე ისაუბრა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კალიფორნიის უნივერსიტეტის სამომავლო თანამშრომლობაზე. საჯარო ლექციის დასასრულს, ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებმა ტურიზმის მენეჯმენტზე, აჭარის ტურისტულ პოტენციალსა და სამთო ტურიზმის განვითარების საკითხებზე მოხსენებები წარმოადგინეს.
30 იანვარი 2012 წელი
უნივერსიტეტის დელეგაცია ნორვეგიის ტელემარკის უნივერსიტეტს ეწვია
ნორვეგიის ტელემარკის უნივერსიტეტს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალიოშა ბაკურიძე, ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი როსტომ ბერიძე და სამეცნიერო ცენტრის დირექტორი ემზარ ძირკვაძე ეწვივნენ. ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს სამწლიანი პროექტის ,,ნორვეგიაში, საქართველოსა და ყირგიზეთში ტურიზმის მდგრადი განვითარებისა და ინოვაციების სფეროში განათლების პროგრამის“ განხორციელებას. პროექტის ეგიდით ამოქმედდება ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი პროგრამები, ინოვაციებისა და სამეწარმეო სწავლების სფეროში შემუშავდება კურიკულუმი, ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებითვის განხორციელდება გაცვლითი პროგრამები. დელეგაციის წევრები მასპინძელი უნივეტსიტეტის სასწავლო პროგრამებს, მატერუალურ-ტექნიკურ ბაზასა და ნორვეგიის ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ. აპრილში 3 წარჩინებული სტუდენტი ერთწლიან სასწავლო კურსს ნორვეგიის ტელემარკის უნივერსიტეტში გაივლის.
27 იანვარი 2012 წელი
ვასიფ იუსიფ ოღლი ტალიბოვი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორია
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარეს ვასიფ იუსიფ ოღლი ტალიბოვს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. ახალი აზერბაიჯანის პარტიის პრეზიდიუმის პოლიტიკური საბჭოსა და მსოფლიოს აზერბაიჯანელთა საკოორდინაციო საბჭოს წევრი ხელს შეუწყობს ქართულ და აზერბაიჯანულ უმაღლეს სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. დაიგეგმა რსუ-სა და ნახიჩევანის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმის გაფორმება.
25 იანვარი 2012 წელი
,,ორგანული გეოქიმიის ფუნდამენტური და გამოყენებითი ასპექტები“
საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, მოსკოვის გუბკინის სახელობის ნავთობისა და გაზის ინსტიტუტის ქიმიისა და ნავთობის ნახშირბადების ლაბორატორიის გამგემ გურამ გორდაძემ საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: ,,ორგანული გეოქიმიის ფუნდამენტური და გამოყენებითი ასპექტები“. აკადემიკოსმა ნახშირბად-ბიომარკერ შენაერთებზე, ნორმალურ და იზოპრეინოდული აგებულების ალკანებზე, სტერანებზე და ტერპანებზე, არომატულ ნახშირწყალბადებზე ისაუბრა და სხვადასხვა ტიპის ნავთობის ქრომატოგრამები წარმოადგინა.
23 იანვარი 2012 წელი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სტაჟირების პროგრამა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე, საკადრო უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი დავით შაქარაშვილი და აჭარისა და გურიის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი თენგიზ სარჯველაძე სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ და სტაჟირების პროგრამა გააცნეს. კონკურსის წესით შერჩეულ სტაჟიორებს შესაძლებლობა ექნებათ ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში რამდენიმეთვიანი თეორიული და პრაქტიკული გადამზადების კურსის გავლისა და დასაქმებისა. სტაჟირების პროგრამა ახალგაზრდებს დაეხმარება პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებასა და საგამოძიებო საქმიანობის სპეციფიკის გაცნობაში. გამომძიებლისა და ინსპექტორ-გამომძიებლის პოზიციაზე სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება. ... »»»
21 იანვარი 2012 წელი
ბოლონიის უნივერსიტეტის სამუშაო შეხვედრა
ბოლონიის უნივერსიტეტში TEMPUS HESDeSPE პროექტის „უმაღლესი განათლების სისტემის განვითარება სოციალური კავშირების გაუმჯობესებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის“ ფარგლებში, ორდღიანი შეხვედრა გაიმართა. სამუშაო შეხვედრას შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სლავისტიკის დეპარტამენტის პროფესორი მარინე აროშიძე და პროექტის სამუშაო ჯგუფის წევრები: ეკონომიკისა და სოციალური სამსახურის უფროსი ირაკლი კაცაძე და ევროპეისტიკის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი ნანა მაზმიშვილი ესწრებოდნენ. პროექტის წევრი ქვეყნის წარმომადგენლებმა ერთწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამეს, ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და ისეთი საკითხები განიხილეს, როგორიცაა: თანამშრომლობა სხვადასხვა ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებთან და განათლების სამინისტროებთან, ბოლონიის უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკა, პროექტში სოციალური პარტნიორების ჩართულობა და მომავალი წლის სამუშაო გეგმა. ... »»»
18 იანვარი 2012 წელი
Erasmus Mundus-ის მეორე აქტივობის პროექტის ALRAKIS პრეზენტაცია
Erasmus Mundus-ის მეორე აქტივობის პროექტის ALRAKIS-ის კოორდინატორი, გიოტინგენის გეორგ-აუგუსტუსის უნივერსიტეტის პროფესორი კარლოს მაჩადო შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია. რსუ-ს რექტორმა პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს პროექტის კოორდინატორი წარუდგინა და პროგრამის მნიშვნელობასა და გიოტინგენის უნივერსიტეტთან შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრა. Erasmus Mundus-ი თანამშრომლობისა და მობილობის პროგრამაა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ევროპული უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ხარისხის გაუმჯობესებას, სხვადასხვა ქვეყნებს შორის დიალოგსა და ურთიერთგაგებას... »»»




 
 
 
© შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 07.02.2012
გვერდი იხილა 1 462 597 სტუმარმა
დამზადებულია საინფორმაციო ტექნოლოგიებისა
და კომუნიკაციების სამსახურის მიერ