გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

მე ავირჩიე ბსუ, აირჩიე შენც

სურათი

მე ვარ მელანო ანანიძე, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის III კურსის სტუდენტი.

ჩემი და ბსუ-ს ისტორია იწყება 2019 წლიდან, როცა აღნიშნულ პროგრამაზე ჩავაბარე. წინასწარ შევისწავლე პროგრამის აღწერა და საკმაოდ დიდი მოლოდინი მქონდა იმისა, თუ რას და როგორ შევისწავლიდი. მასწავლებლობა ბავშვობიდანვე ავირჩიე და ვიცოდი ის დაბრკოლებები, რაც სწავლის თუ პრაქტიკის დროს შემხვდებოდა. ამის მიუხედავად, მოტივაციის პირველი ნაწილი აღმოჩნდა ჩემი ფაკულტეტი და ის ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ აღმომეჩინა ამ პროფესიის ყველა ის მხარე, რაც ჩემთვის, როგორც მომავალი მასწავლებლისთვის, აუცილებელია. შემდეგ ამას დაემატა სტიპენდიები, რაც ერთგვარი ნიშანია იმის, რომ შრომა და მონდომება ფასდება. მქონდა სახელმწიფო სტიპენდია, ასევე გულო აღა კაიკაციშვილის სახელობის სტიპენდია, ვიყავი თამაზ ბექაიას ფონდის სტიპენდიანტი და ასევე ვარ გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის სტიპენდიანტი. ამის გაგებისას მიჩნდებოდა მეტი მოტივაცია და ვაცნობიერებდი, რომ ჩემი არჩევანი ნამდვილად სწორია. აღნიშნულის გარდა, უნივერსიტეტმა მომცა სხვადასხვა აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა. ვესწრები საინტერესო ღონისძიებებს, აქტიურად ვმონაწილეობ უნივერსიტეტში არსებული ბავშვთა უფლებების ცოდნის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში. ვარ სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება - ბსუ-ს წევრი, რომელიც  არის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციისა და სხვადასხვა პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი. ეს ყველაფერი ჩემთვის დიდი გამოცდილებაა და მჯერა, რომ სამომავლოდ კიდევ ბევრი საინტერესო აქტივობა მელის.

ადამიანის ყოველი დღე განსხვავებული და საინტერესოა თავისი შინაარსით. მას შემდეგ, რაც სწავლა აუდიტორიაში განახლდა, ჩემი ყოველდღიურობა უკავშირდება უნივერსიტეტს. სემინარებზე დასწრების შემდეგ, მეგობრებთან კომუნიკაცია და სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილება წარმოადგენს ჩემი დღის ნაწილს.

ადამიანის ჭეშმარიტი სურვილი ყოველთვის განსაზღვრავს მის სამომავლო გეგმებს. მონდომებული და ამ ყველაფერში დარწმუნებული აბიტურიენტისთვის მჯერა, რომ ბსუ იქნება ის გარემო, რომელიც მას ხვალინდელი დღის სწორად დაგეგმვაში დაემხმარება. დანარჩენს კი თავად გადაწყვეტს და ეტაპობრივად შეძლებს, საკუთარი თავი განავითაროს. დროსთან ერთად ვხვდები, რომ იმ ფაკულტეტისა და პროგრამის საშუალებით, სადაც ვსწავლობ,  ნამდვილად შევძლებ იმ ჩემეული განვითარების გზის შექმნას, რომლისკენაც მივდივარ. ისწავლე ბსუ-ში!

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა