გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

მე ვირჩევ ბსუ-ს

სურათი

გაზეთი „ბათუმის უნივერსიტეტი“ ეტაპობრივად იმ აბიტურიენტებს გაგაცნობთ, რომელებმაც არჩევანი მათივე ქალაქში არსებულ ტრადიციულ უმაღლეს საგანმანათლებლო კერაზე შეაჩერეს.

მე ვარ ანა კუკავა, 18 წლის აბიტურიენტი. მაქვს რამდენიმე ჰობი: ვხატავ, ვუკრავ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე, ვუყურებ კომედიური ჟანრის ფილმებს... იქიდან გამომდინარე, რომ ეროვნულ გამოცდებზე ოთხ გამოცდას ვაბარებ, ამ ეტაპზე საკმაოდ დატვირთული ყოველდღიური რეჟიმი მაქვს,

ჩემი სასკოლო ცხოვრება არ ყოფილა გამორჩეული სხვა მოსწავლეებისგან. ვცდილობდი ხშირად მიმეღო მონაწილეობა ოლიმპიადებში. აკადემიური მოსწრება საკმაოდ მაღალი მქონდა.

მომავალ პროფესიაზე ფიქრი ბავშვობიდან დავიწყე. მომწონდა, როდესაც ვხედავდი ფილმებსა თუ გადაცემებში ექიმებს თეთრი ხალათით და ჩემს თავს მათ ადგილას წარმოვიდგენდი. მინდა სწავლა მედიცინის სპეციალობაზე გავაგრძელო, უკვე რამდენიმე მიმართულებაზეც ვფიქრობ. როცა თვალს დავხუჭავ და მომავალზე ვფიქრობ, ხან ალერგოლოგი ვარ, ხან პედიატრი, ხან კიდევ ქირურგი. ზუსტად ვიცი, რომ კარგი ექიმი ვიქნები და ამას ჩემი შრომისმოყვარეობით შევძლებ.  ბსუ ავირჩიე იმიტომ, რომ  როგორც ვიცი, მაღალი დონის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა აქვს. გარდა ამისა, აქ უამრავი გაცვლითი პროგრამაა, რაც ბსუ-ს გამოარჩევს სხვა უნივერსიტეტებისგან.

სტუდენტობის წლები წარმომიდგენია საინტერესო, ხალისიან, ცოტა დამღლელ, მაგრამ უამრავი ახალი ინფორმაციისა და მოგონების დამგროვებელ ეტაპად.

ვფიქრობ, წლების შემდეგ ის ადამიანი ვიქნები, რომელსაც ჩემი შრომითა და გარჯით ახლა ვქმნი მომავლისთვის. ამაში იმას ვგულისხმობ, რომ მე დღეს ექიმობაზე მეოცნებე აბიტურიენტი ვარ.   ვიმედოვნებ, საკუთარი კლინიკა მექნება და ჩემი საქმის პროფესიონალი ვიქნები. რაც მთავარია, ბათუმს გამოვადგები ყველაზე მეტად, რადგან კარგი ექიმები ჩვენს ქალაქს ნამდვილად სჭირდება“.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა