გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

"მე ვირჩევ ბსუ-ს, აირჩიე შენც"

სურათი

მიმდინარე წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს 45000-მდე აბიტურიენტი აბარებს. ახალგაზრდები, სასურველ უნივერსიტეტსა და სპეციალობაზე, საკმაოდ მაღალი კონკურენციის პირობებში ჩაირიცხებიან. მიზნამდე მისვლა  - გახდე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, დიდ გარჯას მოითხოვს

,,მე ვარ თაკო პაქსაძე, 17 წლის. ვსწავლობდი ბათუმის N9 საჯარო სკოლაში. ჩემი სამომავლო პროფესია ყოველთვის იყო და არის ექიმობა. ინტერესი ამ პროფესიისადმი ბავშვობიდანვე ძალიან დიდი იყო. ყოველთვის მიზიდავდა თეთრი ხალათი და ის ხელსაწყოები, რომელიც მედიცინასთან ასოცირდება. ვფიქრობ, მედიცინა რომ ერთადერთი პროფესიაა,  რომელსაც დავეუფლებოდი. თუ მომეცა ბსუ-ში სწავლის შესაძლებლობა, ეს კარგი იქნება, როგორც პროფესიული, ასევე პიროვნული განვითარებისთვის. ბსუ-ს აქვს ძალიან ბევრი შესაძლებლობა, ბევრი გაცვლითი პროგრამა, რომელიც ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ითვლება ყველა მოსწავლისთვის, რადგან დღესდღეობით მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ  პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და იქ დაგროვილი ცოდნა.

ჩემი სტუდენტობის წლები წარმომიდგენია დატვირთული გრაფიკით, საუკეთესო ცხოვრებისეული მომენტებით, განვითარებული და მიღწეული მიზნებით. 10 წლის შემდეგ საკუთარი თავი წარმომიდგენია ძალიან წარმატებული ჩემს პროფესიაში, ხოლო 20 წლის შემდეგ - უკვე საკუთარ კლინიკაში...

მე ვირჩევ ბსუ-ს. მჯერა, რომ ეს უნივერსიტეტი ჩემს ნათელ მომავალს საძირკველს ჩაუყრის. აირჩიე შენც!“

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა