გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

სამი წელი ჟან მონეს კათედრასთან ერთად და არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი

სურათი

ევროკომისიის გადაწყვეტილებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ მალხაზ ნაკაშიძეს, მეორედ მიენიჭა ჟან მონეს პროფესორის სტატუსი და მორიგი პროექტი მომდევნო სამი წლის განმავლობაში განხორციელდება. ბსუ-ში კათედრა 2020 წელს ჩამოყალიბდა.

უფრო ახლოს ევროკავშირთან“, - ამ გრანტით არაერთი პროექტი დაფინანსდება. ის ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორმა სოლომონ მენაბდიშვილმა მოიპოვა.

გაზეთბათუმის უნივერსიტეტსრესპონდენტები არაერთ გამოწვევაზე, მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე უსაუბრებიან.

იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლევან ჯაყელი ულოცავს კოლეგებს კიდევ ერთ გამარჯვებას და შემდგომ წარმატებებს უსურვებს.

ხელი უნდა შევუწყოთ ობიექტური

ინფორმაციის გავრცელებას საზოგადოებაში“,

_ პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე

_ ბატონო მალხაზ, ბატონო გთხოვთ, გაიხსენოთ ჟან მონეს კათედრის თანამშრომლობის საწყისი ეტაპები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან

_ ჟან მონეს პროგრამა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელსაც ევროკავშირი ახორციელებს “ერაზმუს+” პროგრამის ფარგლებში მთელ მსოფლიოში, ევროკავშირის ღირებულებების პოპულარიზაციის, ევროკავშირის შესახებ კვლევებისა და სწავლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით. ნება მომეცით, საქმიანობის მცირე შეჯამება შემოგთავაზოთ. თქვენ იცით, უკვე წლებია, “ერაზმუს +”-ის პროგრამაში ჩართულია საქართველო და სხვადასხვა უნივერსიტეტები ახორციელებენ ჟან მონეს პროგრამებს. მოგეხსენებათ დღეს, როდესაც საქართველო ევროპული ინტეგრაციის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე იმყოფება, რამდენად მნიშვნელოვანია ევროპული სწავლებების განვითარება ჩვენს ქვეყანაში. ჩემი სურვილი იყო ბსუ-ში ევროპული სწავლებების გაძლიერება, განსაკუთრებით სამართლის მიმართულებით და ამ მიზნით ევროკომისიაში 2019 წელს წარვადგინე ჟან მონეს კათედრის პროექტი. ჟან მონეს კათედრა წარმოადგენს აკადემიურ თანამდებობას ევროკავშირის კვლევების სპეციალიზაციით უნივერსიტეტის ლექტორებისა და პროფესორებისთვის. კათედრის ხელმძღვანელის პოსტის დაკავება შეუძლია მხოლოდ ერთ პროფესორს, რომელიც განახორციელებს მინიმუმ 90 საათიან სასწავლო კურსს აკადემიური წლის განმავლობაში. მოხარული ვარ, რომ 2020 წელს გავიმარჯვეთ საერთაშორისო კონკურსში, სადაც მთელი მსოფლიოდან რამდენიმე ათასი აპლიკანტი მონაწილეობდა და 2020-2023 წლისთვის ბსუ-ში ჟან მონეს პროექტის განხორციელების შესაძლებლობა მოგვეცა. მინდა გითხრათ, რომ ამ პერიოდისთვის საქართველოში მხოლოდ 5 პროფესორს და უნივერსიტეტს ჰქონდა მინიჭებული ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელის, პროფესორის სტატუსი და ახორციელებდა პროგრამას საქართველოში. ბსუ-ში ეს იყო პირველი ჟან მონეს კათედრა და ასევე აღსანიშნავია, რომ იგი არის სპეციალიზებული ევროკავშირის საკონსტიტუციო სამართალში, რაც საქართველოში სხვა უნივერსიტეტში მანამდე არ განხორციელებულა. ეს არის პირველი პროექტი, რომელმაც სამართლის ამ მიმართულებით უკვე მნიშვნელოვანი საქმიანობა განახორციელა. კერძოდ, სამი წლის განმავლობაში ბსუ-ში ჩატარდა 3 საზაფხულო სკოლა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტთა მონაწილეობით, 3 სტუდენტური კონფერენცია, 8 საჯარო ლექცია და დისკუსია სტუდენტების, საჯარო სკოლის მოსწავლეების და მასწავლებლების მონაწილეობით, ასევე გაიმართა 2 მრგვალი მაგიდა ევროინტეგრაციის საკითხებზე, განხორციელდა 30 „ევროპული საუბრები“ ტელევიზიასა და რადიოსთან. ჩემი ხელმძღვანელობით, მომზადდა 10 სამაგისტრო, საბაკალავრო და საკონფერენციო ნაშრომი ევროკავშირის საკითხებზე, 6 საერთაშორისო კონფერენციაზე წარვადგინეთ მოხსენება, გამოქვეყნდა 4 სტატია საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში, ასევე 20 ბლოგი ევროკავშირის საკითხებზე, დაინერგა და საგანმანათლებლო პროგრამებში აისახა 3 ახალი სასწავლო კურსი ევროკავშირის შესახებ, შეიქმნა ელექტრონული ბიბლიოთეკა.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                      2023 წლის სექტემბერში გაიმართება ჟან მონეს საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც არის 3 წლის საქმიანობის ერთგვარი შეჯამება. კონფერენციაში მონაწილეობენ 100-მდე ევროკავშირის საკითხებში სპეციალიზებული როგორც ქართველი, ისე უცხოელი პროფესორი. და ბოლოს, კათედრის ფარგლებში, ბსუ-ს მიერ გამოიცემა კონფერენციის მოხსენებების კრებული, რომელიც იქნება ხელმისაწვდომი საჯაროდ ყველა დაინტერესებული პირისთვის. საბოლო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ჟან მონეს კათედრის აქტივობებში მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ასეულმა სტუდენტმა, მოსწავლემ, მასწავლებელმა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა თუ მოქალაქემ. ამგვარად ვფიქრობ ჩვენ მივაღწიეთ გარკვეულ მიზანს ევროკავშირის შესახებ ცოდნის გავრცელების თვალსაზრისით. რაც ყველაზე მთავარია, პროექტის ფარგლებში შექმნილი მასალები ხელმისაწვდომია ჩვენს მიერ შექმნილ ვებგვერდზე http://jeanmonnetchair.edu.ge და მომავალშიც სასარგებლო იქნება დაინტერესებული პირებისთვის. ასევე მოხარული ვარ, რომ ჩვენი მონდომებით და ბსუ-ს ადმინისტრაციის მხარდაჭერით, იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შეიქმნა ჟან მონეს კათედრა, სივრცე, სადაც მართლაც ევროპული სამუშაო გარემოა შექმნილი და შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ისარგებლოს ამ შესაძლებლობით.

- ბატონო მალხაზ, რას ითვალისწინებს ახალი პროექტი, რომელიც სამი წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს?

_ ახალი პროექტი არის ჟან მონეს კათედრაზე ჩვენი საქმიანობის გარკვეული გაგრძელება ევროპული სწავლებების მიმართულებით. 2022 წელს ბსუ-ს სახელით ევროკავშირის საერთაშორისო კონკურსზე წარვადგინე კიდევ ერთი ახალი პროექტი - ჟან მონეს მოდული „ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები და საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროპეიზაცია". მოხარული ვარ, რომ უკვე მეორედ ევროკომისიამ მხარი დაგვიჭირა და ბსუ-ში მომდევნო 3 წლის განმავლობაში ეს ახალი პროექტი განხორციელდება. ჟან მონეს მოდულის პროექტის ფარგლებში მომზადდება ახალი სასწავლო კურსი ევროკავშირში გაწევრიენების პოლიტიკური კრიტერიუმების შესახებ, ყოველწლიურად ჩატარდება ზამთრის სკოლა, საზაფხულო სკოლა, მრგვალი მაგიდა, საჯარო ლექციები, განხორციელდება კვლევა, და გამოქვეყნდება საერთაშორისო პუბლიკაციები ევროკავშირში საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას გაწევრიენების საკითხებზე. ჟან მონეს მოდულის განხორციელებაში როგორც ძირითადი აკადემიური პერსონალი ჩართული იქნება უკრაინის სამართლის ეროვნული უნივერსიტეტის კონსტიტუციური სამართლის პროფესორი, ვიცე რექტორი იური ბარაბაში. 
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ ამ პროექტის განხორციელებაში ჩართული ყოფილიყვნენ სტუდენტები და ჩვენი კოლეგები უკრაინიდან და მოლდოვადან, რადგან დღეს ჩვენ საერთო გამოწვევების წინაშე ვომყოფებით. ამდენად, ეს პროექტი იქნება შესაძლებლობა გამოცდილების გაზიარებისთის და ბსუ-ს ინტერნაციონალიზაციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი.
_ ბატონო მალხაზ, თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი უნივერსიტეტის და ზოგად, საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩართულობა მსგავს პროექტებში?

_ მსგავს პროექტებში ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. პირველ რიგში ეს მნიშვნელოვანია ევროკავშირის შესახებ ცოდნის გავრცელების, ასევე განსაკუთრებით მომძლავრებული რუსული პროპაგანდისა და ბევრი არასწორი ინფორმაციის, სხვადასხვა მითების პირობებში. უნივერსიტეტში ჩვენი მიზანია არა მხოლოდ სწავლება, კვლევა, არამედ ხელი უნდა შევუწყოთ ევროკავშირის შესახებ სწორი და ობიექტური ინფორმაციის გავრცელებას საზოგადოებაში, მითების გაბათილებას და საქართველოს ევროინტეგრაციას. ეს არის სწორედ უნივერსიტეტის მესამე მისია, რასაც ვფიქრობ, ჩვენ ვახორციელებთ.
_ ვინ შეძლება იყოს პროექტის ბენეფიციარი და რას დაეფუძნება მათთან თანამშრომლობა?

_ პროექტის ძირითადი ბენეფიციარები არიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, უკრაინის, მოლდოვას, საქართველოს სხვა პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტები, პროფესორები, ასევე საჯარო მოხელეები, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის წარმომადგებლები და სხვა დაინტერესებული პირები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტით ისარგებლოს რაც შეიძლება ბევრმა მოქალაქემ საქართველოში. ახალი პროექტის განხორციელება დაიწყება 2023 წლის ოქტომბერში, მას შემდეგ როცა ხელი მოეწერება ხელშეკრულებას ევროკომისიასა და ბსუ-ს შორის. ჩვენ გამოვაცხადებთ მიღებას სეზონურ სკოლებში, ასევე მოწვევას ყველა ჩვენს აქტივობაში, რაც იქნება საჯარო და თანამშრომლობისთის ვიწვევთ ყველა დაინტერესებულ პირს.

_ შეიძლება თუ არა აქტივობაში ჩაერთოს სტუდენტი და რა ფორმით?

_ დიახ, პირველ რიგში, ეს პროექტი არის შექმნილი სტუდენტებისთის. ბსუ-ს იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე განხორციელდება ახალი სასწავლო კურსი ევროკავშირში გაწევრიენების კრიტერიუმების შესახებ, ასევე წელიწადში ორჯერ გაიმართება საზაფხულო და ზამთრის სკოლა. სეზონური სკოლები საშუალებას იძლევა პროექტში მონაწილეობა მიიღონ არა მხოლოდ ბსუ-ს, არამდე ასევე სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებმაც, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ევროკავშირს ჩვენი მხარდაჭერისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი უნივერსიტეტისთვის, ჩემთვის როგორც პროფესორისთვის და ქვეყნისთვის, რომელიც ევროინტეგრაციის პროცესში იმყოფება.

პროექტის ფარგლებში, ჯამში 12 საჯარო სკოლას ვესტუმრებით“,

 _ პროფესორი სოლომონ მენაბდიშვილი

  • ბატონო სოლომონ, პროექტი ორ საზაფხულო სკოლას ითვალისწინებს. რა შინაარსის სკოლების ფუნქციონირება იგეგმება და ვის ექნება ჩართულების შესაძლებლობა? –
  •  2024 და 2025 წლის ზაფხულში იგეგმება ევროკავშირის კონკურენციის სამართლის და ევროკავშირის მომხმარებელთა სამართლის საზაფხულო სკოლის და ასევე საზაფუხლო ტრენინგის მოწყობა. საზაფხულო სკოლა ითვალისწინებს საქართველოს ყველა რეგიონიდან დაინტერესებული პირების მონაწილეობას. 2024 წელს ჩატარდება კონკურენციის სამართალში, ხოლო 2025 წელს კი ჩატარდება მომხმარებელთა სამართლის საზაფუხლო სკოლა. რაც შეეხება საზაფხულო ტრენინგებს, ეს გათვალისწინებულია მხოლოდ აჭარის ავტონომიკური რესპუბლიკაში მოქმედი საჯარო მოხელებისაა და იურისტებისათვის. ტრენინგს ჩემთან ერთად გაუძღვებიან მოქმედი მოსამართლე და კონკურენციის სააგენტოს იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი.
  • პროექტის ფარგლებში, იგეგმება შეხვედრები საჯარო სკოლებშიც. რას ითვალისწინებს შეხვედრის შინაარსი?
  • პროექტის ფარგლებში ჯამში 12 საჯარო სკოლას ვესტუმრებით ბათუმში და მათთან ევროკავშირის სამართალზე ლექციებს წავიკითხავთ.
  • პროექტის ბოლო წელი ბათუმში საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებასაც ითვალისწინებს. თუკი გეგმა უკვე შემუშავებული გაქვთ, გთხოვთ დააანონსოთ დაინტერესებული მკითხველისთვისაც...

 2026 წლის ზაფხულში პროექტით გათვალისწინებულია საერთაშორისო კონფერნეციის ჩატარება ბათუმში. მოწვეული იქნებიან ევროპელი, უკრაინელი, მოლდოველი, ასევე ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებიდან სპიკერები. რა თქმა უნდა, სტუდენტებსაც ექნებათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ კონფერენციაში და წარმოადგინონ თავიანთი საკონფერენციო ნაშრომი. კონფერნეცია ფოკუსირებული იქნება ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე და რა თქმა უნდა ასოცირებული ტრიოს წევრების ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებზე.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა