გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

გაზეთი ,,ბათუმის უნივერსიტეტი“ ტრადიციული, კლასიკური გაგებით წარმოადგენს რექტორატის, ადმინისტრაციის, პროფესორ–მასწავლებელთა, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების სტრატეგიულ თანამშრომლობაზე ორიენტირებულ ყოველთვიურ პერიოდულ გამოცემას. გაზეთი მუდმივად შესაბამისობაშია საუნივერსიტეტო ცხოვრების ახალ მოთხოვნებთან, ფლობს საკუთარ პიროვნულ მისიას, ნათელი ხედვა აქვს სტუდენტთა პროფესიულ მომავალთან მიმართებაში, ორიენტირებულია კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებაზე, რომელსაც უნივერსიტეტი უზრულველყოფს. გაზეთი მუდმივ მხარდაჭერას გამოხატავს ბსუ–ს მიერ მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო–კვლევით დაწესებულებებთან მჭიდრო კონტაქტების დამყარებაზე, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების მომზადება–განხორციელებაზე, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა გაცვლით პროგრამებს. გაზეთი ასევე მხარს უჭერს პროფესორ-მასწავლებელთა და ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობას, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში ინფორმაციის ურთიერთგაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას სხვადასხვა დონეზე. ,,ბათუმის უნივერსიტეტისათვის“ ღირებულია მაღალი შეგნებისა და ზნეობის პრინციპების დამკვიდრება, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის იდეალების პრაქტიკული განხორციელება, პოლიტიკური ლიბერალიზმის ხელშეწყობა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება-განვითარება. გაზეთში იბეჭდება  სხვადასხვა ჟანრის საგაზეთო პუბლიკაციები, რომელიც ეფუძნება უნივერსიტეტში არსებულ უძველეს  ტრადიციებს და ხელს უწყობს სტუდენტი ახალგაზრდობის  საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინტეგრაციას მთელ მსოფლიოში.,,ბათუმის უნივერსიტეტის“ კარი ღიაა ყველა სტუდენტისა და პროფესორისათვის განურჩევლად მათი ეთნიკური კუთვნილებისა, სოციალური წარმოშობისა, პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებებისა. გაზეთი ხელს უწყობს ახალი საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შემუშავების პროცესს. ასევე არსებული კურიკულუმების სრულყოფასა და სწავლების მაღალი დონის უზრუნველყოფის მხარდამჭერ პოლიტიკას, ამასთან აკადემიური პროგრამების უზრუნველსაყოფად მეტად მნიშვნელოვანი პროცესის შიდა და გარე ექსპერტიზის გამოყენებასა და შესაბამისი პროცედურების გამჭვირვალობას, სტუდენტთა ცოდნის შეფასების კრიტერიუმების მოდიფიცირებას ფაკულტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე, მატერიალური ბაზის შეფასებას, საინფორმაციო სისტემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფას, აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ასამაღლებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელების პროცესს. გაზეთი მიზნად ისახავს სწავლებისა და სწავლის პროცესებისათვის ხელის შეწყობასა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის, განათლების სფეროში დემოკრატიული პროცესების განვითარების, სამოქალაქო საზოგადოების დამკვიდრების და განათლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის უნივერსიტეტში მიმდინარე მუშაობის ხელშეწყობასა და მხარდაჭერას. აღნიშნული საქმიანობა ერთ–ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და გაზეთში დაიბეჭდება ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ამ მიმართულებით საუნივერსიტეტო ცხოვრების ამსახველი იქნება.  ჩვენი მიზანია გავხდეთ ბსუ–ს ყველა თანამშრომლისათვის ახალი ამბების, ინფორმაციის, ექსპერტული მოსაზრებების, რეკლამის, საგანმანათლებლო პროგრამებზე ორიენტირებული, ანალიტიკური და ასევე გასართობი მასალების მიმწოდებელი საუნივერსიტეტო ბეჭდური გამოცემა, რომელიც შეუცვლელი იქნება პროფესორ–მასწავლებელთა, სტუდენტთა და სხვა დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისთვის.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა