პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

ბსუ-ს პროფესიულის მასწავლებლებს პროექტ LINKS-ის ფარგლებში ტრენინგები ჩაუტარდათ

სურათი

ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების  ცენტრის მასწავლებლებს „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების პროექტის“ (LINKS) ფარგლებში გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ტრენინგი ჩაუტარდათ. ტრენინგი სამ ეტაპად ჩატარდა შემდეგ თემებზე: „სწავლების მეთოდები და სწავლების ეფექტურობის გაზრდა“ (28-29.06.2021), „ეფექტური კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები“ (13-14.09.2021) და „პროექტების მართვის და საპროექტო განაცხადის შედგენა“ (11-12.11.2021).  ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატი გადაეცათ.

სერტიფიკატების გადაცემასთან დაკავშირებით ბსუ-ში გამართულ შეხვედრაში „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“  და პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

პროექტი LINKS-ი ევროკავშირის „განათლება დასაქმებისთვის“ (Skills4Jobs) პროგრამის ფარგლებში  ხორციელდება და მიზნად ისახავს ცოდნის და უნარების განვითარებისა და დასაქმების ხელშემწყობი პლატფორმების, რესურსებისა და ღონისძიებების ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის გაზრდას ოთხ რეგიონში: აჭარა, გურია, შიდა ქართლი და ქვემო ქართლი. აჭარის რეგიონიდან პროექტში პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი 4 დაწესებულებაა ჩართული: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია კოლეჯები „ბლექსი“ და  „ახალი ტალღა“.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა