პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

„Erasmus+“-ის პროექტის Love Distance-ს და ევროკავშირის პროექტის Hubs4Schools-ის ფარგლებში საჯარო სკოლების მასწავლებლებს ტრენინგი ჩაუტარდათ

სურათი

ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრში საჯარო სკოლების მასწავლებლებს ჩაუტარდათ ტრენინგი თემაზე „გაკვეთილის სხვადასხვა ეტაპის დაგეგმვა ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით“. ტრენინგი ევროკავშირის პროექტის Horizon 2020 - „ციფრული ინოვაციების დანერგვა სკოლებში რეგიონული ინოვაციური ჰაბებისა და მენტორინგის მოდელის საშუალებით“ (Hubs4Schools) ინიციატივით, ERASMUS+ პროექტის ,,სწავლების  ოპტიმიზაცია და აკადემიური ინკლუზია დისტანციური სწავლებისა და სწავლის გამოყენებით" (Love Distance) ფარგლებში ჩატარებულ ტრენერთა ტრენინგზე Barcelona-2020 მიღებული გამოცდილების გაზიარების მიზნით ჩატარდა.

ტრენინგის ძირითადი ამოცანები იყო  მასწავლებელთა IT კომპეტენციების ამაღლება და სასწავლო გარემოს გაუმჯობესება ისტ-ის ინტეგრირების გზით, სკოლაში ციფრული კულტურის დამკვიდრების ხელშეწყობა, ქართულენოვანი ელექტრონული სასწავლო რესურსის შექმნა და გამოყენება ისტ-ის სასწავლო პროცესში ინტეგრაციის ხელშესაწყობად. ტრენინგზე მიღებული ცოდნის საკუთარ პრაქტიკაში გამოყენებასთან ერთად, მასწავლებლებმა,  მენტორინგისა და ქოუჩინგის მოდელზე დაყრდნობით, უნდა გაუზიარონ ინფორმაცია კოლეგებს ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით გაკვეთილის სხვადასხვა ეტაპის დაგეგმვასთან დაკავშირებით და ამ გზით ხელი შეუწყონ ციფრული კომპეტენციების ამაღლებას თავიანთი სკოლის მასწავლებლებში.

ტრენინგში ბათუმის, ხელვაჩაურის, ქობულეთისა და ქედის საჯარო სკოლების 19 მასწავლებელი მონაწილეობდა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა