პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

ტალინში „ჰორიზონტი 2020“-ის პროექტის კონსორციუმის წევრების შეხვედრა გაიმართა

სურათი

ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის „ჰორიზონტი 2020“-ის პროექტის „ციფრული ინოვაციების დანერგვა სკოლებში რეგიონული ინოვაციური ჰაბებისა და მენტორინგის მოდელის საშუალებით“  („iHubs4Schools - Accelerating Digital Innovation in Schools through Regional Innovation Hubs and a Whole-School Mentoring Model“, პროექტის ნომერი - H2020-SC6-TRANSFORMATIONS-2020)  ფარგლებში 2023 წლის 26-27 აპრილს, ტალინის უნივერსიტეტში (ესტონეთი) ჩატარდა კონსორციუმის წევრების მორიგი შეხვედრა,   რომელშიც  ბსუ-დან პროექტში ჩართული 4 პერსონალი მონაწილეობდა: ასოცირებული პროფესორი თათია ნაკაშიძე-მახარაძე, რექტორის მოადგილე, პროფესორი თამარ სირაძე, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი ნინო ნაკაშიძე, ასოცირებული პროფესორი მადონა მიქელაძე.

შეხვედრაზე შეაჯამეს  პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევები და აქტივობები, სკოლის მენტორობის სხვადასხვა მოდელი, მათი შეფასებისა და განვითარების სტრატეგიები.  გაიმართა დისკუსია პროექტის შედეგების დისემინაციის გზებთან დაკავშირებით. ბსუ აღნიშნულ პროექტში 2021 წლიდანაა ჩართული. პროექტის განხორციელების ვადაა 2021 წლის 1 იანვარი - 2023 წლის 30 ივნისი.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა