
ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრის ორგანიზებით ჩაატარდა შეხვედრა პარტნიორ ორგანიზაციებთან და კურსდამთავრებულებთან სკოლამდელი განათლების სფეროში. ღონისძიება გახსნა ბსუ-ს რექტორმა, ტიტე აროშიძემ, რომელმაც პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სკოლამდელი განათლების როლზე, როგორც უნივერსიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტზე. პროფესიული განათლების განვითარებაზე და გამოწვევებზე ისაუბრეს ასევე რექტორის მოადგილემ, თამარ სირაძემ და პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრის დირექტორმა, მადონა მიქელაძემ.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის, ხულოს და ქობულეთის საბავშვო ბაღების გაერთიანებების დირექტორებმა, საბავშვო ბაღების ხელმძღვანელებმა, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა და სტუდენტებმა.
შეხვედრის მონაწილეებმა პანელური დისკუსიის ფორმატში განიხილეს პროფესიული სტუდენტების პრაქტიკული საქმიანობის პროცესი, კურსდამთავრებულთა კომპეტენციების შესაბამისობა ბაზრის მოთხოვნებთან და სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების გზები.
ღონისძიების ფარგლებში, არაფორმალური საგანმანათლებლო კურსის ,,უწყვეტი პერსონალური და პროფესიული განვითარება" კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ.
უკან |