ტურიზმის ფაკულტეტი

მასტერკლასი საერთაშორისო მასპინძლობის მენეჯმენტში

სურათი

შვერინისა და ბერლინის  გამოყენებით  მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორი,  „სოლუშენზ ჰოლდინგ“-ის აღმასრულებელი დირექტორი, მასპინძლობის ინდუსტრიის გერმანელი ექსპერტი და ბსუ-ს საპატიო დოქტორი შტეფან გერჰარდი ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტს სამუშაო ვიზიტით ეწვია. პროფესორმა ვიზიტის ფარგლებში ბაკალავრიატის სტუდენტებს მასტერკლასი ჩაუტარა თემაზე: ,,საერთაშორისო მასპინძლობის მენეჯმენტში” და მოაწყო ინდივიდუალური სემინარი ბათუმის სასტუმროს კონცეფციის შემუშავების მიმართულებით. გერმანელი ექსპერტი ტურიზმის ფაკულტეტის 10 სტუდენტს შეარჩევს, რომლებიც გერმანიაში გაემგზავრებიან. ახალგაზრდები მისივე მხარდაჭერით ერთი კვირის განმავლობაში ბერლინის ბრენდული სასტუმროების საქმიანობას გაეცნობიან.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა