ტურიზმის ფაკულტეტი

გერმანიის საერთაშორისო პრაქტიკის შემაჯამებელი შეხვედრა „Hilton Batumi“ -ში ჩატარდა.

სურათი

ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტისა და „Hilton Batumi“-ის თანამშრომლობის ფარგლებში, 21 ნოემბერს  გერმანიის საერთაშორისო პრაქტიკის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. 

 სტუდენტებმა, რომლებმაც გერმანიის ტურიზმის ინდუსტრიის ორგანიზაციებში სამთვიანი საწარმოო პრაქტიკა წარმატებით გაიარეს, შეკრებილ აუდიტორიას  ჯგუფური პრეზენტაციები წარუდგინეს. შეხვედრაზე ჰილტონ ბათუმის გენერალური მენეჯერი პატრიკ ნოთერი სტუდენტების გამოცდილებას, მათ სამოგზაურო შთაბეჭდილებებსა და კარიერულ მიზნებს გაეცნო.

 აღნიშნული ღონისძიება გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების, სტუდენტთა დასაქმებისა და სტაჟირების შესაძლებლობების გაღრმავების საშუალებას იძლევა, რისთვისაც ფაკულტეტის ადმინისტრაცია მადლობას  უხდის ,,Hilton Batumi“- ის გუნდს. 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა