13 მაისი 2025 წელი

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორმა თეონა ზოიძემ ბათუმის მე-30 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლებისთვის ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „კულტურული ტურიზმი — კულტურათაშორისი დიალოგისა და მშვიდობის გარანტი“.
ლექციის მიზანი იყო კულტურული ტურიზმის არსისა და მისი როლის გააზრება გლობალური მშვიდობის მშენებლობის პროცესში. მოხსენებაში ხაზი გაესვა იმას, რომ სხვადასხვა კულტურის, ტრადიციისა და ისტორიის გაცნობა მნიშვნელოვნად აძლიერებს ადამიანებს შორის ურთიერთგაგებას, ზრდის ტოლერანტობას და ეხმარება კონფლიქტების თავიდან აცილებაში.
თეონა ზოიძემ წარმოადგინა ისტორიული მაგალითები როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს მასშტაბით, რათა წარმოეჩინა, როგორ მოქმედებს კულტურის გაცვლა საზოგადოებებს შორის კავშირის გამყარებაზე.
აღნიშნული ლექცია ბსუ-ს მესამე მისიის ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავს სკოლებთან ურთიერთობის გაძლიერებასა და მოსწავლეთათვის ინფორმირებული პროფესიული არჩევანის მხარდაჭერას.