ტურიზმის ფაკულტეტი

საჯარო ლექცია თემაზე: „აღრიცხვა როგორც წარმატების გასაღები ტურიზმის ბიზნესში“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორმა ნარგიზ ფალავანდიშვილმა, ბსუ-ს მესამე მისიის ფარგლებში, ფერიის საჯარო სკოლაში ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „აღრიცხვა როგორც წარმატების გასაღები ტურიზმის ბიზნესში“.

შეხვედრის მთავარი მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ბიზნესის მართვის მნიშვნელობის გაცნობა ტურიზმის სფეროში, განსაკუთრებით ზუსტი და დეტალური მონაცემების მნიშვნელობის წარმოჩენით, რომელსაც უზრუნველყოფს აღრიცხვა და ანგარიშგების სისტემა. სწორედ ეს მონაცემები დაეხმარება ბიზნესს ეფექტური ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღებაში და წარმატების მიღწევაში.

საჯარო ლექციას ესწრებოდნენ X-XI კლასის მოსწავლეები და პედაგოგები. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, რაც მოსწავლეებს საშუალებას აძლევდა აქტიურად ჩართულიყვნენ განხილვაში, მიეღოთ პრაქტიკული ცოდნა და უკეთ გაეაზრებინათ პირადი ფინანსების მართვისა და ტურისტული ბიზნესის განვითარების შესაძლებლობები.

აღნიშნული აქტივობა ჩატარდა მესამე მისიის ფარგლებში და მიზნად ისახავდა უნივერსიტეტისა და სკოლის პარტნიორობის გაძლიერებას, პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობასა და მომავალ აბიტურიენტთა ინფორმირებული არჩევანის მხარდაჭერას.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა