15 მაისი 2025 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში, 2025 წლის 15-16 მაისს ბსუ-ში ჩატარდა ბათუმის CEF და თბილისის CEF -ის ერთობლივი ინტენსიური ტრენინგი თემაზე: „პროექტების დაგეგმვა და მართვა”. ტრენინგს უძღვებოდა PMI-ის სერტიფიცირებული ტრენერი-ესოვე აბალო.
ტრენინგზე განიხილეს შემდეგი საკითხები:
-
პროექტის დაგეგმვის ძირითადი პრინციპები და ეტაპები
-
პრაქტიკული ინსტრუმენტები და მეთოდოლოგიები
-
საკუთარი პროექტის იდეის ფორმულირება და პრეზენტაციის მომზადება
-
გუნდური მუშაობის მოდელების გაცნობა და როლების ოპტიმალური განაწილება
ტრენინგი ჩატარდა ინტერაქციულ ფორმატში, რამაც ხელი შეუწყო მონაწილეების ჩართულობას, იდეების გაცვლასა და რეალური პროექტების მოდელირებას.
ტრენინგი ჩატარდა ბსუ-ს, თსუ-სა და გროგოლ რობაქიძის უნივერსიტეტების სხვადასხვა სპეციალობის ფრანკოფონი სტუდენტებისათვის ფრანგულ ენაზე.