ტურიზმის ფაკულტეტი

გერმანელი ექსპერტის, პროფესორ შტეფან გერჰარდის ლექცია

სურათი

ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტს სასტუმრო ინდუსტრიის გერმანელი ექსპერტი, ბსუ-ს საპატიო დოქტორი და „Solutions Holding GmbH“-ის აღმასრულებელი დირექტორი, პროფესორი შტეფან გერჰარდი ეწვია.

პროფესორმა გერჰარდმა ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის ჩაატარა ლექცია საერთაშორისო სასტუმრო მენეჯმენტის თემაზე. შეხვედრების თემატიკა მოიცავდა სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების თანამედროვე ტენდენციებს, გლობალურ ბაზარზე მიმდინარე პროცესებსა და სტუმარმასპინძლობის სფეროში არსებულ გამოწვევებს.

ტურიზმის ფაკულტეტის „ტურიზმის მენეჯმენტის“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტის, საბა კახიძის ორგანიზებით ლექციის ფარგლებში  ვიზიტი შედგა სასტუმრო „რუმს“-ში, სადაც სტუდენტები გაეცნენ ქართული ბრენდული სასტუმროს ფუნქციონირებას. განხილვის თემები შეეხებოდა მომსახურების ხარისხს, ბრენდის პოზიციონირებასა და სტუმარზე ორიენტირებული მუშაობის პრაქტიკულ მაგალითებს.

ლექციის ფარგლებში, მონაწილე სტუდენტებიდან 14 სტუდენტის შერჩევა მოხდება რომლებიც თებერვლის თვეში ერთკვირიან სტაჟირებას ბერლინში, სასტუმრო ინდუსტრიაში გაივლიან.

 ბსუ-ს საპატიო დოქტორი, პროფესორი შტეფან გერჰარდი 2018 წლიდან თანამშრომლობს ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტთან და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაში.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა