ტურიზმის ფაკულტეტი

ბსუ-სა და ვსუ-ს ერთობლივი ტურიზმის საზაფხულო სკოლა წარმატებით განხორციელდა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ვანაძორის ჰ. თუმანიანის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 2025 წლის 23-27 ივნისს ტურიზმის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ჩატარდა. ბსუ-ს მხარეს წარმოადგენდნენ ტურიზმის ფაკულტეტის „ტურიზმის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებული სტუდენტები, პროფესორი ანზორ დევაძე და ასისტენტ პროფესორი მამუკა გოგელია.

აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავდა სტუდენტების პროფესიული კომპეტენციების გაღრმავებას ტურიზმის მენეჯმენტის, მარკეტინგის, კულტურული ტურიზმისა და მომსახურების სფეროებში, აგრეთვე ორ ქვეყანას შორის აკადემიური და კულტურული თანამშრომლობის ხელშეწყობას.

პროგრამის განმავლობაში მონაწილეები დაესწრნენ თემატურ ლექციებსა და სემინარებს, ჩაერთნენ გუნდურ მუშაობაში. მათ ასევე მიეცათ შესაძლებლობა ადგილზე გაცნობოდნენ ლორის რეგიონის ტურისტულ პოტენციალს, მოენახულებინათ შუა საუკუნეების მონასტრები, ადგილობრივი სასტუმრო კომპლექსები და ტურისტული ორგანიზაციები.

პროექტმა ხელი შეუწყო როგორც პროფესიული და კულტურათაშორისი უნარების გაძლიერებას, ასევე უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის განვითარებასა და მონაწილეთა მომავალი პროფესიული კავშირების ჩამოყალიბებას.

საზაფხულო სკოლა დასრულდა შემაჯამებელი პრეზენტაციებით, შთაბეჭდილებების გაზიარებითა და სერტიფიკატების გადაცემით.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა