იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

სტუდენტური პროექტის „სმარტფონების ფესტივალი“ კონკურსი „აღმოაჩინე შენი ქალაქი“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტის „სმარტფონების ფესტივალი“ ფარგლებში ჩატარებული კონკურსის „აღმოაჩინე შენი ქალაქი“ წარდგენა გაიმართა. პროექტს „სმარტფონების ფესტივალი“ ბსუ-ს იურიდიული და სოციალური მეცნიერების სამართალმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამის I და II კურსის სტუდენტების საინიციატივო ჯგუფი საგანმანათლებლო პროგრამის „დემოკრატია და მოქალაქეობა“ ფარგლებში ახორციელებს. პროექტი ითვალისწინებს, ახალგაზრდებში ბათუმის კულტურული ცხოვრების, ისტორიის  პოპულარიზაციასა და ცნობიერების ამაღლებას.

ჟიურის გადაწყვეტილებით, ბათუმის ისტორიული და მრავალფეროვანი ძეგლების თემაზე შექმნილი ნამუშევრების კონკურსის  გამარჯვებული ბსუ-ს საბუნებისმეტყველო და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბიოლოგიის სპეციალობის IV კურსის სტუდენტი ელენე  კურტანიძე გახდა. ღონისძიებაზე აჭარის ა.რ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს არქეოლოგიის და საგანმანათლებლო განყოფილების უფროსმა ლაშა ასლანიშვილმა  სტუდენტური პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და გამარჯვებულებს სიგელებთან ერთად, სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

კონკურსის მონაწილეები:

1. ბსუ-ს საბუნებისმეტყველო და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბიოლოგიის სპეციალობის IV კურსის სტუდენტი ელენე  კურტანიძე

2. თამუნა ოსანაძე - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის II კურსის სტუდენტი

3.სალომე ხოზრევანიძე- კიევის უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალური მეცნიერების სამართალმცოდნეობის I კურსის სტუდენტი

4. გვანცა ფალავანდიშვილი - ჩაქვის N1საჯარო სკოლის VIII¹კლასის მოსწავლე

5. ლალი ბედინაძე-ხელვაჩაურის 22-ე საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე

6.ლიკა  ფუტკარაზე - თხილნარის მე-2 საჯარო სკოლის VIკლასის მოსწავლე

7. გიგა ზაქარაძე - ბათუმის VIII საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე

კონკურსი „აღმოაჩინე შენი ქალაქი“ ორი ნაწილისაგან შედგებოდა,  პირველ ეტაპზე კონკურსანტებმა  გადაიღეს 3-წუთიანი ვიდეოები ბათუმში არსებული ისტორიული  და მრავალფეროვანი ძეგლების შესახებ შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:  თემაზე მორგება, კრეატიულობა, წყაროების ცოდნა - როდის აშენდა მოკლე ისტორია და მოქმედების თანმიმდევრობა.

პროექტის საინიციატივო ჯგუფი:

ჯულიეტა ნინიძე

მაკა ფუტკარაძე

 ნინო კონცელიძე

დიანა ხოზრევანიძე

 ლინდა  დუმბაძე

 

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა