იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საინფორმაციო შეხვედრა „ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივები’’

სურათი

ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით, სოციალური ფსიქოლოგიისა (ხელმძღვანელი, ასისტენტ პროფესორი გურანდა შამილიშვილი) და განვითარების ფსიქოლოგიის (ხელმძღვანელი, ასისტენტი ეთერ ვარშანიძე) სასწავლო კურსების ფარგლებში,  გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე: ,,საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დინამიკა, მნიშვნელობა,   პერსპექტივები და  ფსიქოლოგიური კულტურა’’. შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონული წარმომადგენელი აჭარაში ირმა გაბინაშვილი.  ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა დისკუსია,  სადაც ფსიქოლოგიის მიმართულების სტუდენტებმა იმსჯელეს ინტეგრაციის ტენდენციებზე, ევროკავშირის ღირებულებებსა და მენტალურ ცნობიერებაზე. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა