იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

სტუდენტებმა X-XI კლასის მოსწავლეებისთვის ჩაატარეს სამართლებრივი გაკვეთილები თემაზე: „კონსტიტუცია და დემოკრატია“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ახორციელებს  პროექტს  „აჭარის რეგიონში პრაქტიკული სამართლის და კონსტიტუციური მართლმსაჯულების სწავლების ხელშეწყობა“. პროექტის ფარგლებშიც სამართალმცოდნეობის პროგრამაზე დაინერგა პრაქტიკული სამართლის და კონსტიტუციური მართლმსაჯულების კლინიკური სწავლება.

იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის პროგრამის IV კურსის სტუდენტებმა პრაქტიკული სამართლის კლინიკის კოორდინატორის, ცირა კომახიძის ხელმძღვანელობით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერგეს, ფერიის, ხელვაჩაურის N1, ილია ჭავჭავაძის სახელობის  ქობულეთის N2 საჯარო სკოლების 17-24 ნოემბერს, საჯარო სკოლების X-XI კლასის მოსწავლეებისთვის ჩაატარეს სამართლებრივი გაკვეთილები თემაზე: „კონსტიტუცია და დემოკრატია“.  

პროექტის ფარგლებში, პრაქტიკული სამართლის კლინიკის კურსს გაივლის კონკურსის წესით შერჩეული 16 სტუდენტი (შემოდგომის სემესტრში კლინიკურ სწავლებას გაივლის 8 სტუდენტი, გაზაფხულის სემესტრში - 8 სტუდენტი). დაგეგმილი აქტივობების განსახორციელებლად შეირჩევა თითოეულ სემესტრში 4 სკოლა, ჯამში 8 საჯარო სკოლა. სტუდენტთა წყვილები ტრენერის მეთვალყურეობით, ჩაატარებენ ექვს სამართლის ტრენინგს სკოლებში, სემესტრში 24 ტრენინგი, ჯამში ორ სემესტრში 48 ტრენინგი გაიმართება.

პროექტის მიზანია  სტუდენტთა მიერ თეორიული ცოდნის პრაქტიკული გამოყენება და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება. ასევე პროექტი ხელს შეუწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას სამართლებრივ და ინსტიტუციურ საკითხებზე, რაც თავის მხრივ, ითვალისწინებს საზოგადოებაში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა