ლატვიის საერთაშორისო კონფერენცია „ეკონომიკური მეცნიერება სოფლის განვითარებისთვის“
15 მაისი 2023 წელი

ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორებმა ნარგიზ ფალავანდიშვილმა და თამარ ბერიძემ 12-13 მაისს მონაწილეობა მიიღეს ლატვიის სიცოცხლის მეცნიერებათა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გამართულ ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში „ეკონომიკური მეცნიერება სოფლის განვითარებისთვის“. მომხსენებლებმა სესიის მონაწილეებს გააცნეს ტურიზმის დარგში მიმდინარე სიახლეები და ინდივიდუალური კვლევის შედეგები. ასისტენტ პროფესორმა თამარ ბერიძემ კონფერენციაზე მოხსენება წარადგინა თემაზე: „ინვესტიციები ადამიანისეულ კაპიტალში და მისი ეფექტიანობის შეფასება (ტურიზმი, სოფლის მეურნეობა), ასისტენტ პროფესორმა ნარგიზ ფალავანდიშვილმა - „საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებში დატვირთვასა და მომგებიანობას შორის განსხვავების ანალიზი კოვიდ 19-ით გამოწვეულ პანდემიამდე და პანდემიის შემდგომ პერიოდში“.
სრულად