ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

ბსუ-ში საერთაშორისო კონფერენცია „ადრეული განათლება და ზრუნვა“ გაიმართება

სურათი

საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ღასან ხალილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ მერაბ ხალვაშს და ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანს ლელა თურმანიძეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საერთაშორისო კონფერენციის „ადრეული განათლება და ზრუნვა“ საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი  2-3 ივნისს უმასპინძლებს მორიგ საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ადრეულ განათლებასა და ზრუნვაზე წვდომის, ხარისხისა და ინკლუზიის საკითხებზე აკადემიური დისკუსიისა და ცოდნის გაზიარების ხელშეწყობას მიეძღვნება. აღსანიშნავია, რომ გაეროს ბავშვთა ფონდისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, ბსუ-ში შეიქმნა ბავშვის უფლებების ცენტრი, რომელიც შეასრულებს რესურსების ჰაბის ფუნქციას და ხელს შეუწყობს, ბავშვის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს, აკადემიურ წრეებს, მშობლებსა და ბავშვებს შორის. ცენტრი ასევე გახდება სკოლამდელი განათლების სფეროს წარმომადგენელთა შეკრებისა და მათი  პროფესიული განვითარების ადგილი.

ორდღიანი კონფერენციის მიზანია,  ადრეული განათლებისა და ზრუნვის ხარისხის, წვდომისა და ინკლუზიის საკითხებზე აკადემიური დისკუსიისა და ცოდნის გაზიარების ხელშეწყობა და ადრეული განათლების მნიშვნელობაზე ფართო საზოგადოებისა და პოლიტიკის განმსაზღვრელთა ცნობიერების ამაღლება. კონფერენციაზე პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები,  საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, საქართველოში მომუშავე საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები  განიხილავენ ადრეული განათლებისა და ზრუნვის სფეროში არსებულ გამოწვევებს, მიდგომებსა და ახალ პერსპექტივებს.

საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში განათლების სფეროს წარმომადგენლები და პოლიტიკოსები შეძლებენ გამოცდილების გაზიარებას ადრეული განათლებისა და ზრუნვის სფეროზე კოვიდ-19-ის პანდემიის გავლენასა და ასევე ინოვაციურ და ალტერნატიულ მიდგომებზე.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა